ბათუმი – მომავლის ქალაქი კუნძულით

ბათუმი – მომავლის ქალაქი კუნძულით

ბათუმი – მომავლის ქალაქი კუნძულით

 

თუ ერთხელ მაინც გიფიქრიათ მომავალში მოგზაურობაზე და გაგჩენიათ სურვილი რამდენიმე წლით წინ გაგეხედათ, მაშინ შეგიძლიათ ჩემოდნების ჩალაგება დაიწყოთ.

თვალწარმტაცი და ქათქათა ქალაქი მალე ახალ ინოვაციურ სიტყვას იტყვის და მსოფლიოს ყურადღების ეპიცენტრში მოექცევა.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბათუმში – მომავლის ქალაქში ხელოვნური კუნძულით.

წარმოიდგინეთ, როგორ იღვიძებთ ზღვის მშვიდი ტალღების ხმაზე, თქვენ წინ ულამაზესი პანორამული ხედი იშლება, თანამედროვე არქიტექტურით, რეკრეაციული ზონებითა და მდგრადი ინფრასტრუქტურით გარშემორტყმული.

„ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ქალაქის განვითარების უმსხვილესი პროექტია, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში ბათუმის საერთაშორისო პოზიციაზე აყვანასა და ტურისტულ ცენტრად ქცევას ისახავს მიზნად.

84 ჰექტარზე განთავსებული კუნძული ქალაქის განუყოფელი ნაწილი გახდება, სადაც ხელმისაწვდომი იქნება ყველაფერი, რაც უბნის/ქალაქის ეფექტიან ფუნქციონირებას შეუწყობს ხელს.

კომპანიის გადაწყვეტილებით, ტერიტორიის უდიდესი ნაწილი (49%) სრულად დაეთმობა სარეკრეაციო ზონის მოწყობას. 15 ჰექტრიდან 7 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე გაშენდება ტყე-პარკი, სპორტული მოედნები, საფეხმავლო ბილიკები. აღნიშნული სივრცეებით სარგებლობის საშუალება კი ნებისმიერ მსურველს ექნება.

რეგიონში პირველი ხელოვნური კუნძული ადგილობრივსა თუ ჩამოსულ მომხმარებლებს ამოუწურავ შესაძლებლობებს შესთავაზებს, როგორც ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას და განვითარებას, ასევე პასიური თუ აქტიური დასვენების გზებს, ახალი გამოცდილებისა და შთაბეჭდილებების დაგროვებას.

  • საცხოვრებელი ბინები;
  • აპარტ სასტუმრო და სასტუმრო;
  • კერძო ვილები;
  • სავაჭრო ცენტრები;
  • სამუშაო სივრცეები;
  • საგანმანათლებლო დაწესებულებები;
  • რეკრეაციული ზონები;
  • სპორტული აქტივობები;
  • თანამედროვე და პირველი დიდი იახტ კლუბი საქართველოში;
  • ეკო ტრანსპორტი – საფეხმავლო და ველო ბილიკები, საჰაერი ტაქსების სადგომი.

ეს ყველაფერი ერთ სივრცეში იქნება თავმოყრილი.

უნდა აღინიშნოს რა წვლილს შეიტანს პროექტი ეკონომიკის ზრდასა და გაუმჯობესებაში.

კუნძულის არსებობა მნიშვნელოვნად შეამცირებს ქალაქის უბნებში მაღალსართულიან განაშენიანებაზე მოთხოვნას, მოსახლეობის გადანაწილება მოხდება კუნძულის ტერიტორიაზე. ეს ერთი მხრივ მნიშვნელოვანია ქალაქის ისტორიული უბნების იერსახის შენარჩუნებისთვის, მეორე მხრივ კი წყალმომარაგების სისტემებზე არ იქნება მაღალი ზეწოლა.

2 ნახევარკუნძულსა და კუნძულზე დაგეგმილი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა მიმზიდველი იქნება როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი ვიზიტორებისათვის თუ ბიზნეს წრეებისათვის, რაც მნიშვნელოვან ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს აჭარის რეგიონსა და ქვეყანას.

ამასთან შესაძლებელი გახდება დაახლოებით 7 000 სამუშაო ადგილის შექმნა, ეს კი პირველ რიგში ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხისა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას გულისხმობს.

ვინ მუშაობს ამ მასშტაბურ პროექტზე?

იმისათვის, რომ კუნძული იყოს უპრეცედენტო, უნიკალური და, რაც მთავარია, უსაფრთხო სივრცე, პროექტს სათავეში ჩაუდგნენ ისეთი მსხვილი კომპანიები, როგორიცაა:

  • Yüksel Proje –  თურქული კომპანია, რომელიც 1978 წლიდან ოპერირებს და უზრუნველყოფს საინჟინრო, დიზაინისა თუ მშენებლობის ზედამხედველობის მომსახურებას 30-ზე მეტ ქვეყანაში;
  • SHoP Architects – არქიტექტურული კომპანია ქვემო მანჰეტენში, რომელიც მომსახურებას უწევს საცხოვრებელ სახლებს, კომერციულ შენობებს, სკოლებსა და კულტურულ დაწესებულებებს და დღესდღეობით ქმნის თანამედროვე მსოფლიო არქიტექტურის განვითარების ტრენდს;
  • ARUP – ბრიტანული მრავალეროვნული პროფესიონალური სერვისების კომპანია უზრუნველყოფსდიზაინის, ინჟინერიის, არქიტექტურის, დაგეგმვისა და საკონსულტაციო მომსახურებებს ქალაქებისგანაშენიანების ყველა ასპექტში.
  • Colliers – ლიდერი კომპანია, რომელიც 29 წელზე მეტია საჭირო კონსულტაციას უწევს ბიზნესებსპროფესიონალური სერვისების მიწოდებისა და ინვესტიციების მენეჯმენტში.სწორედ მათი და სხვა მრავალი პროფესიონალი ადამიანისგან დაკომპლექტებილი გუნდის ჩართულობით, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ პროექტი დიდ ფანჯარას გაჭრის მომავალში, სადაც მხოლოდ განვითარებული, ინოვაციური და მდგრადი სისტემაა დამკვიდრებული.

რა სარგებელს მიიღებთ ამ პროექტის განხორციელების შემდეგ?

ამბასადორი ბათუმი აილენდის “პროექტს აქვს ამბიცია დაამკვიდროს ახლებური ცხოვრების წესი, რაც მეტი ჯანსაღი და ეკომეგობრული გარემოს შექმნას გულისხმობს. თითოეული ადამიანი, რომელიც ამ სივრცეში მოხვდება, განსაკუთრებულად დადებითი ენერგიით, შთაბეჭდილებებითა და გამოცდილებით აივსება.

მდგრადი ურბანული გარემო: კუნძული დატვირთული იქნება მრავალფეროვანი სოციალური და კულტურული ცხოვრებით.

აქ მყოფ ნებისმიერ ადამიანის ახალი გამოწვევა იქნება ახლებურად და ხელახლა აღმოაჩინოს ქალაქი და ჩაერთოს მისთვის საინტერესო აქტივობებში.

გამართული ეკოსისტემა: პროექტის უდიდესი ნაწილი მოცულია რეკრეციული ზონების განაშენიანებით, ეს ერთი მხრივ მიმართული იქნება გარემოს დაცვისკენ, მეორე მხრივ კი მოსახლეობის გაჯანსაღებისაკენ.
ადგილზე მობილიზებული იქნება ველობილიკები, ეკო და საზღვაო ტრანსპორტი, სპორტული კლუბები, რაც ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

კერძო ვილები: ვის არ უოცნებია კერძო ვილაზე პანორამული ხედით ზღვაზე, განტვირთვაზე და ამასთან ურბანული ცხოვრების ეპიცენტრში ყოფნაზე – ახლოს სანაპიროსთან და ქალაქთან.

ნებისმიერ მსურველს შეეძლება ეს ოცნება ხელშესახები გახადოს და გახდეს ვილის მეპატრონე, რაც უძრავი ქონების ფლობის გარდა, დამატებით შემოსავლის წყაროდაც შეეძლება აქციოს – გააქირავოს ვილა მაშინ, როცა მოესურვება და თავისი წილი სამოთხე სხვასაც გაუზიაროს.

პირველი დიდი იახტ კლუბი საქართველოში: ეს იქნება სივრცე, სადაც არაერთი დაუვიწყარი ღონისძიება მოეწყობა.
დამსვენებლები დატკბებიან უმშვენიერესი ხედით, მზის ჩასვლით და გაისეირნებენ იახტით სასურველი მიმართულებით.


ბათუმი
დროთა განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით ტურისტებისთვისა და ბიზნეს სექტორებისთვის სასურველ ადგილად იქცევა, რაც ეკონომიკის განვითარებასა და მსხვილი ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს.

ასე რომ, შეგიძლიათ თამამად განაგრძოთ ჩემოდნების ჩალაგება მომავალში სამოგზაუროდ. ამ რეალობას რამდენიმე წელი და სულ რაღაც 370 კილომეტრი გაშორებთ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

საძიებო სიტყვა