ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობის პროექტი ახალ ფაზაში გადავიდა
ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობის პროექტი ახალ ფაზაში გადავიდა
სიხარულით გვინდა გაცნობოთ, რომ „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ინოვაციური პროექტი, რომელიც ბათუმში ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და კუნძულის მშენებლობას მოიცავს ახალ ფაზაშიგადავიდა.
ამბასადორი ჯგუფის მიერ სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილიბოლო ოფიციალური აუდიტის ანგარიშების მიხედვით პროექტის მიმდინარე საერთო ჯამური ხარჯი 20 755 174 ლარია, რამაც საშუალება მოგვცა მიგვეღწია რამდენიმე გარდამტეხი ეტაპისთვის:
- საფუძვლიანი წინასწარი კვლევა: პროექტის ფარგლებში ჩატარდა 40 წინასაპროექტო კვლევა, რომელშიც ჩართულები იყვნენ მაღალკვალიფიციური ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები. ამდეტალურმა კვლევებმა მნიშვნელოვანი საფუძველი შექმნა პროექტის წარმატებული განვითარებისთვის.
- პროექტის სრული დოკუმენტაცია: ორივე ნახევარკუნძულისა და კუნძულის დიზაინისდოკუმენტაცია ზედმიწევნით მოამზადა საერთაშორისო კომპანია YUKSEL PROJE-მ, რაც ნიშნავს, რომმშენებლობისთვის გვაქვს მკაცრად განსაზღვრული გეგმა. პროექტის მოდელირება განხორციელდაუმაღლესი რეპუტაციის მქონე ლაბორატორიებში, სადაც დადასტურდა მისი სტრუქტურული მდგრადობა დასიმყარე.
- ლანდშაფტი და განაშენიანება: „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ გენერალური გეგმის შემუშავებასა დადეტალური დოკუმენტაციის შექმნაზე იზრუნა წამყვანმა საერთაშორისო კომპანია ARUP GROUP-მა, რომელიც ქალაქგეგმარების მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილებითა და ინოვაციურობით გამოირჩევა. ნახევარკუნძულებისა და კუნძულის გენერალური გეგმა მოიცავს მსოფლიოს მასშტაბით, თანამედროვე ქალაქების მშენებლობის საუკეთესო პრაქტიკას.
- სამშენებლო აღჭურვილობა: ამ შთამბეჭდავი ნახევარკუნძულებისა და კუნძულის ასაშენებლად უკვე მობილოზებულია შესაბამისი სამშენებლო ტექნიკა და აღჭურვილობა.
- გარემოსდაცვითი მიდგომა: ამბასადორი ბათუმი აილენდის პროექტის ფარგლებში ძალიან დიდიყურადღება ექცევა გარემოსდაცვით თემას. გარემოს ეროვნულ სააგენტოს წარედგინა სკოპინგის ანგარიში, ამჟამად კი მიმდინარეობს გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის დასკვნით ფაზაზე მუშაობა
- რეგიონალური მნიშვნელობა: „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ რეგიონალური მნიშვნელობისპროექტია, რადგან მას აქვს პოტენციალი, გარდაქმნას ბათუმი საერთაშორისო დონის მიმართულებად. ნახევარკუნძულების და კუნძულის შექმნა კიდევ უფრო გაალამაზებს რეგიონის ბუნებრივ ლანდშაფტს დამოიზიდავს ტურისტებს, ხელს შეუწყობს ადგილობრივი ეკონომიკის ზრდას და შექმნის დასაქმებისშესაძლებლობას მოსახლეობისთვის.
ვაგრძელებთ აღებული ვალდებულებების შესრულებას ამ განსაკუთრებული პროექტისგანხორციელებისთვის. თვალი ადევნეთ ჩვენს სიახლეებს და პროცესს, რომელიც ბათუმში ახალ და განსაცვიფრებელ სივრცეს შექმნის.