სიახლეები

ARS – წყლის მოდინების კვლევები ბათუმში

ARS – წყლის მოდინების კვლევები ბათუმში

ARS - წყლის მოდინების კვლევები ბათუმში

ars

შპს “ამბასადორი ბათუმი აილენდმა” კუნძულის მშენებლობისთვის საჭირო კვლევების განხორციელების ეტაპზე ხელშეკრულება გააფორმა უმსხვილეს თურქულ კომპანიასთან, ARS-თან (Applied Research Solutions), რომელიც საპროექტო არეალში წყლის მოდინების კვლევებს ჩაატარებს.

ARS Inc. უკვე 15 წელზე მეტია საზღვაო კვლევებს ატარებს უახლესი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით როგორც თურქეთში ისე მის ფარგლებს გარეთ. დღემდე ამ ორგანიზაციის ანგარიშზე ლოკალური და საერთაშორისო პროექტების 500-ზე მეტი წარმატებული საზღვაო კვლევაა განხორციელებული. მათ შორის არის: ჰიდროგრაფიული, გეოფიზიკური, გეოტექნიკური და ოკეანოგრაფიული კვლევები.

კომპანია აღნიშნულ კვლევებს ატარებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და ფლობს ISO PAS 99 აკრედიტაციას. ამასთან ARS-ს ჰყავს მკვლევარების, გეოფიზიკოსების, გეოლოგების, ინჟინრების, ჰიდროგრაფების, ოკეანოგრაფების, ტექნიკოსებისა და მყვინთავების გამოცდილი გუნდი.

ARS-ის პორტფოლიო მოიცავს გარემოსდაცვითი კვლევის სამუშაოების ყველა ეტაპს ტბებში, ზღვებსა და ოკეანეებში არსებულ პროექტებზე, რომლებიც ცვლის სანაპირო და ღრმა წყლის გარემოს.

წყლის მოდინების კვლევის ფარგლებში ARS-Surveys შავი ზღვის აკვატორიის სამშენებლო არეალში შეისწავლის ზღვის დინებებს და ტალღების ურთიერთქმედებას ზღვის ფსკერთან. კერძოდ, საპროექტო არეალში და მის მიმდებარედ, ზღვის ფსკერზე ექვს სხვადასხვა წერტილში დაამონტაჟებს სპეციალურ სენსორებს, რომლის საშუალებითაც მოხდება წყლის დინებების მიმართულებებისა და ტალღების სიმძლავრის შესწავლა.

საძიებო სიტყვა