სიახლეები

ბათიმეტრიული სამუშაოები – Kordil…

ბათიმეტრიული სამუშაოები – Kordil…

ბათიმეტრიული სამუშაოები - KORDIL SURVEYING & ENGINEERING LTD. CO

konumlandirma-sistemi-52-websize

2021 წლის სექტემბრიდან საქართველოს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდ“-მა დაიწყო ქალაქ ბათუმში, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩის მიმდებარედ დაგეგმილი მულტიფუნქციური პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის კვლევის და გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მომზადება. კერძოდ 891 258 კვ.მ. ზღვის აკვატორიაში განხორციელდა ბათიმეტრიული სამუშაოები, რაც გულისხმობს ზღვის სიღრმეების დეტალურ კვლევას. სამუშაოები განახორცილა თურქეთიდან სპეციალურად მოწვეულმა მაღალკვალიფიციურმა  კომპანიამ KORDIL-მა. ამჟამად, მიმდირეობს პირველადი კონცეპტუალური პროექტის დამუშავება, რომლის დასრულებისთანავე განისაზღვრება შესაბამისი წერტილები და დაიწყება ზღვის ფსკერის გეოლოგიის ექსპერტიზა.

ორ ნახევარკუნძულზე და კუნძულზე, პროექტის მიხედვით, წარმოდგენილი იქნება საზოგადოებრივი პლაჟები, აქტიური და პასიური დასვენების კუთხეები, აკვაპარკები, სასეირნო პრომენადები, ზღვისპირა ბულვარი, იახტკლუბი, საგანმანათლებლო დაწესებულებები, სავაჭრო ცენტრები, სასტუმროები და საცხოვრებელი დანიშნულების შენობა-ნაგებობები.

საინვესტიციო პროექტით აღებული ვალდებულებების უზრუნველსაყოფად კომპანიამ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს უკვე წარუდგინა საბანკო გარანტია 1 000 000 აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც უშუალო სამშენებლო სამუშაოების წარმართვისას გაიზრდება 3 000 000 აშშ დოლარამდე. პროექტის განხორციელების შედეგად იგეგემება საქართველოს არანაკლებ 2 000 (ორი ათასი) მოქალაქის დასაქმება.

პროექტის განხორციელების მიზნით, კომპანიამ, სხვა ვალდებულებებთან ერთად, აიღო ვალდებულება უზრუნველყოს პროექტის სრული ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის კვლევების ჩატარება და გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშების საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა.

შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდმა“ ხელშეკრულების გაფორმებისთანავე დაიწყო შესაბამისი კვლევები აღნაგობის საგანზე. აღნიშნულის მიზნით, „კომპანიამ“ გააფორმა ხელშეკრულება, საერთაშორისო ბაზარზე მაღალი რეპუტაციისა და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე გეოდეზიური ინჟინერიის კომპანიასთან, როგორიცაა Kordil Surveying & Engineering Ltd. Co., რომელსაც გააჩნია მრავალწლიანი გამოცდილება მიწის და ოფშორული კვლევის მომსახურების სფეროში, რომელიც შედგება ჰიდროგრაფიისგან (ბათიმეტრია), ოკეანოგრაფია, ქვედა/სეისმური, მაგნიტური და მეტეოროლოგიური გამოკვლევებისგან. კვლევა მოიცავდა ბათუმში, ხელოვნური კუნძულის პროექტისთვის ბათიმეტრიული კვლევის ყველა ასპექტს და აღწერს ყველა ტექნიკურ ასპექტს, რომელიც საჭიროა პროექტის განსახორციელებლად.

საძიებო სიტყვა