ცენტრალური გზისა და სამშენებლო არეალის დამაკავშირებელი ხიდის მოწყობა
ცენტრალური გზისა და სამშენებლო არეალის დამაკავშირებელი ხიდის მოწყობა
„ამბასადორი ბათუმი აილენდმა“ საპროექტო ტერიტორიაზე ცენტრალური გზის (ოდისეი დიმიტრის ქუჩა) და სამშენებლო არეალის დამაკავშირებელი ხიდის მოწყობის სამუშაოები დაასრულა.
ხიდი გამიზნულია ხელოვნურ კუნძულზე სამშენებლო და სატვირთო ტექნიკის გადაადგილებისთვის და უზრუნველყოფს, მშენებლობის პერიოდში, ქალაქთან დამაკავშირებელი მიწისქვეშა ქსელების უსაფრთხოებას.
ბათუმის ხელოვნური კუნძულის ტერიტორიაზე გრძელდება მიწის მოწყობასთან დაკავშირებული სამუშაოები. ამ ეტაპზე, კუნძულის ტერიტორიაზე მოწყობილია 2 ჰა-მდე მიწის ფართობი.