“გამა კონსალტინგი” – გარემოზე ზემოქმედების მონიტორინგი
"გამა კონსალტინგი" - გარემოზე ზემოქმედების მონიტორინგი
“გამა კონსალტინგი” “ამბასადორი ბათუმი აილენდის” პროექტს უკვე თითქმის ერთი წელია სწავლობს.
მისი მასშტაბებისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, კომპანიის ექსპერტები საკმაოდ საფუძვლიანად და სიღრმისეულად სწავლობენ ყველაფერს. მინიმუმ კვარტალში ერთხელ სპეციალისტების სხვადასხვა ჯგუფი ადგილზე ატარებს შესაბამის კვლევებს და მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგს.
აღსანიშნავია, რომ ჩატარებული კვლევების მიხედვით საპროექტო ტერიტორიაზე ათეული წლების განმავლობაში იყო ნავთობის ნარჩენებით დაბინძურების მაღალი დონე, სამშენებლო სამუშაოების შედეგად კი ხდება მისი კონსერვაცია, რაც ხელს შეუწყობს ზღვის წყლის ხარისხის გაუმჯობესებას.
მიმდინარე სამუშაოებისა და კვლევების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ვიდეო.