ზღვის ფსკერის გეოლოგიური…
ზღვის ფსკერის გეოლოგიური კვლევა - ZEMIN TEKNIK
2021 წლის 22 დეკემბერს „ამბასადორი ბათუმი აილენდმა“ ხელშეკრულება გააფორმა Zemin Teknik-თან.
Zemin Teknik 2007 წელს თურქეთში დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც ზღვის ფსკერის კვლევებს ბათუმის ზღვისპირის სივრცეში, “ბარცხანასა” და „თამარის“ დასახლების 2,5×1,5 კმ სანაპიროს აკვატორიაში განახორციელებს.
ზემინ ტექნიკს 4 ათასზე მეტი პროექტი აქვს განხორციელებული მიწისა და ზღვის ფსკერის კვლევების კუთხით როგორც უშუალოდ თურქეთში, ისე საზღვარგარეთ და თანამშრომლობს უდიდეს საერთაშორისო კომპანიებთან, მათ შორის არის Turkish Airlines, Keles Construction, TCK.
ზემინ ტექნიკის განხორციელებულ პროექტებში ასევე არის: სტამბოლის არხი, ართვინ-რიზეს აეროპორტი, აეროპორტის ტბისა და ზღვის ბურღვითი სამუშაოები, YASSIADA-SIVRIADA საზღვაო და სახმელეთო პროექტი, იზმირის კანდარლის პორტი, ANTALYA CROSSIA R YACHT PORT, დოლმაბახჩეს სასახლის პირსის პროექტი და ა.შ.