მემორანდუმი საქართველოს…
მემორანდუმი საქართველოს მთავრობასთან
ბათუმში “ამბასადორ აილენდის” პროექტის განხორციელებაზე საქართველოს მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო. მთავრობის გადაწყვეტილებით კომპანიას აღნაგობის უფლებით გადაეცა 90 ჰა ტერიტორია მდებარე ქალაქ ბათუმში, „ბარცხანასა” და „თამარის“ დასახლებაში.
„ამბასადორი ბათუმი აილენდი“ რეგიონის უმსხვილესი საინვესტიციო პროექტი იქნება, რომელიც ბათუმში “ბარცხანასა” და „თამარის“ დასახლების სანაპიროს აკვატორიაში ულტრათანამედროვე გასართობ-გამაჯანსაღებელი რეზორტული ტიპის ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი კუნძულის შექმნასა და მათზე ინფრასტრუქტურის მოწყობას მოიცავს.
პროექტის ფარგლებში აშენდება ახალი თანამედროვე სტანდარტების, კომერციული, გასართობი, სპორტული, საგანმანათლებლო, გამაჯანსაღებელ-სამკურნალო, საცხოვრებელი და ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურა. პროექტს საფუძვლად დაედება ტექნიკურ ეკონომიკური კვლევა გარემოსდაცვითი ასპექტების გათვალისწინებით, რომელშიც ჩაერთვებიან საერთაშორისო ექპერტები და შესაბამისი კვალიფიკაციის ინსტიტუციები.
2021 წლის 30 სექტემბერს სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს ,,ამბასადორი ბათუმი აილენდ“-ს შორის გაფორმებული სასყიდლიანი აღნაგობის ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდ“-ს, 65 წლის ვადით, სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ ბათუმში, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩის მიმდებარედ 891 258 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
ხელშეკრულების თანახმად, შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდს“ აღებული აქვს ვალდებულება, აღნაგობის საგანზე შექმნას ორი ხელოვნური ნახევარკუნძული და ერთი ხელოვნური კუნძული და მოაწყოს მათზე ინფრასტრუქტურა. აღნიშნულის შესრულების მიზნით, „კომპანია“ განახორციელებს არანაკლებ 100 000 000 აშშ დოლარის ინვესტიციას, ასევე, დაასაქმებს საქართველოს 2000-მდე მოქალაქეს.