სიახლეები

პროექტის საინჟინრო მოდელის ტესტირება ჰიდრავლიკურ ლაბორატორიაში

პროექტის საინჟინრო მოდელის ტესტირება ჰიდრავლიკურ ლაბორატორიაში

პროექტის საინჟინრო მოდელის ტესტირება ჰიდრავლიკურ ლაბორატორიაში

WhatsApp Image 2023-09-01 at 11.02.51 AM
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი ხელოვნური კუნძულის პროექტის ფარგლებში 2023 წლის 21 ივნისს სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში სკოპინგის ანგარიში წარდგენის პარალელურად აქტიურად მიმდინარეობს დამატებითი კვლევები, რაც უზრუნველყოფს ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი ხელოვნური კუნძულის კონსტრუქციულ მდგრადობას.
2023 წლის 21 ივლისს დაიწყო პროექტის საინჟინრო მოდელის ტესტირება, რომელსაც თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფრასტრუქტურული ინვესტიციების გენერალური დირექტორატი ხელმძღვანელობს ქალაქ ანკარაში. ტესტები ტარდება ჰიდრავლიკურ ლაბორატორიაში, რომელიც აღჭურვილია ტალღის ავზით და ტალღური ნაკადების მოდელირების სისტემებით, ზომით – 40X0.6X1.2.
მოდელირების პროცესში ჰიდრავლიკურად მოწმდება ორი ტალღის კვეთა და იზომება ტალღის გადახურვის სიჩქარე. ტესტირება მიმდინარე წლის 20 სექტემბრამდე გაგრძელდება.
გარემოს ეროვნულ სააგენტოში მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ანკარაში მიმდინარე კვლევებში ამბასადორი ბათუმი აილენდის მოწვევით ლაბორატორიულ კვლევებს და ზღვაში მოსაწყობი კონსტრუქციების საინჟინრო და კონსტრუქციული გადაწყვეტილებების ტესტირებებს ადგილზე გაეცნენ გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებიც. 
თურქეთის ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფრასტრუქტურული ინვესტიციების გენერალური დირექტორატი 100 წელზე მეტია, რაც არსებობს და საზღვაო სერვისების მიწოდების რვა ათეულ წელზე მეტი ხნის გამოცდილება აქვს. დირექტორატი ამჟამად სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტზე სარკინიგზო კვლევა-მშენებლობის, ნავსადგურების კვლევა-მშენებლობის, აეროპორტების კვლევა-მშენებლობის, ელექტრიფიკაციის და სხვა მრავალი მიმართულებით მუშაობს.

საძიებო სიტყვა