ტექნიკურ-ეკონომიკური…
ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის კვლევა - YÜKSEL PROJE
პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის კვლევების მიზნით, გაფორმდა ხელშეკრულება 40-წლიანი გამოცდილების მქონე საერთაშორისო კომპანიასთან, Yüksel Proje-სთან (https://www.yuksel.net/en).
Yüksel Proje საინჟინრო, დიზაინისა და მშენებლობის მართვის მომსახურების კუთხით 30 ქვეყანაში საქმიანობს. მისი გამოცდილება ასევე მოიცავს ზღვაში განხორციელებულ არაერთ პროექტს, მათ შორის Yüksel Proje-ს მიერ დაპროექტდა ევროპაში, კერძოდ თურქეთში პირველი აეროპორტი ზღვაში – ორდუ გირესუნის აეროპორტი, რომელიც უკვე ექსპლუატაციაშია შეყვანილი. ასევე აღსანიშნავია, რიზა-ართვინის აეროპორტი, რომელიც წარმოადგენს ზღვაში აშენებულ მეორე აეროპორტს თურქეთსა და ევროპაში.
კომპანიასთან თანამშრომლობით, გაკეთდა ორი ნახევარკუნძულისა და კუნძულის დიზაინპროექტის ტექნიკური ნაწილი, რაც საფუძვლად დაედება დეტალურ სამუშაო პროექტს. კომპანია დეტალური პროექტის შესყიდვას განახორციელებს საერთაშორისო ტენდერის მეშვეობით, რომელშიც მონაწილეობას მოწინავე კონტრაქტირი კომპანიები მიიღებენ.
ქვემოთ შეგიძლიათ დაათვალიეროთ კომპანია Yüksel Proje-ს მიერ განხორციელებული რამდენიმე პროექტი: