სიახლეები

Zemin Teknik – გეოლოგიური კვლევა

Zemin Teknik – გეოლოგიური კვლევა

Zemin Teknik - ზღვის გეოლოგიური კვლევა ბათუმში

website—news-banner-size2

თურქული კომპანია „ზემინ ტექნიკი, “ამბასადორი ბათუმი აილენდის” პროექტის ფარგლებში, ატარებს ზღვის ფსკერის ბურღვით სამუშაოებს, CPT ექსპერიმენტებსა და სამშენებლო ტერიტორიის კვლევას.

სამუშაოებს ახორციელებს გემი, რომელსაც ზღვის ფსკერის ბურღვა ჰიდრავლიკურ საყრდენებზე დგომით შეუძლია. მისი ყველაზე მნიშვნელოვანი უპირატესობაა, რომ ნიადაგის ბურღვის სამუშაოების დროს, რყევა სრულიად გამორიცხულია, რაც საშუალებას იძლევა ყოველგვარი პაუზის გარეშე ჩატარდეს სამუშაოები და კვლევები.

„ზღვის ამ ნაწილში ფსკერის ბურღვა რამდენიმე ადგილას ხდება. დანადგარი ნიადაგის სხვადასხვა წერტილში, 30 მეტრის სიღრმეზე ჩადის. ამ და ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე მზადდება ანგარიში პროექტის განვითარებისთვის სწორი მეთოდების შესარჩევად.“ – სენემ ჯერენ ქარაჰან, გეოლოგი-ინჟინერი, „ზემინ ტექნიკი“

„ზემინ ტექნიკი“ 2007 წელს დაფუძნდა და დღემდე 700-ზე მეტ პროექტზე უმუშავია თურქეთსა და მსოფლიოში. განხორციელებული აქვს უამრავი მსგავსი პროექტი, მაგალითად, სტამბულის არხი და რიზე-ართვინის აეროპორტი. „ზემინ ტექნიკის“ ჩატარებულია ნიადაგის ბურღვითი სამუშაოები სტამბულის ახალი აეროპორტის მშენებლობის დროსაც, რომელიც ევროპის უდიდესი წყალზე აშენებული აეროპორტია.

„პროექტ “ამბასადორი ბათუმი აილენდის” ხიბლი მდგომარეობს იმაში, რომ ის ტურისტული და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაზეა მიმართული. Zemin Teknik-ი მოხარულია ამ პროექტში მონაწილეობით და უსურვებს მას სწრაფ განხორციელებას.“ – ორქან თამერ იარიმი, „ზემინ ტექნიკის“ დირექტორი

გაიგეთ მეტი ვიდეოდან.

საძიებო სიტყვა