ჩვენ შესახებ

რეგიონის უმსხვილესი საინვესტიციო პროექტი

MELKOMORYE-converted-1 copy
MELKOMORYE-converted-4 copy
MELKOMORYE-converted-7 copy

ჩვენ შესახებ

„ამბასადორი ბათუმი აილენდი“ რეგიონის უმსხვილესი საინვესტიციო პროექტია, რომელიც ბათუმის ზღვისპირის სივრცეში,  “ბარცხანასა” და „თამარის“ დასახლების 2,5X1,5 კმ სანაპიროს აკვატორიაში ულტრათანამედროვე გასართობ-გამაჯანსაღებელი რეზორტული ტიპის ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი კუნძულის შექმნასა და მათზე ინფრასტრუქტურის მოწყობას მოიცავს.

კუნძულზე პროექტის მიხედვით წარმოდგენილი იქნება საზოგადოებრივი პლაჟები, აქტიური და პასიური დასვენების კუთხეები, აკვაპარკები, სასეირნო პრომენადები, ზღვისპირა ბულვარი, იახტკლუბი, საგანმანათლებლო დაწესებულებები, სავაჭრო ცენტრები, სასტუმრო და საცხოვრებელი დანიშნულების შენობა-ნაგებობები. წარმოდგენილი კონცეფცია ითვალისწინებს, მსხვილმასშტაბიანი ინვესტიციების მოზიდვას და ბათუმის ადმინისტრაციული საზღვრების გაფართოებას, რაც ქალაქის არსებული განაშენიანებისგან განტვირთვას და მისი სანაპირო ზოლის გამაგრებას ნიშნავს.

აღსანიშნავია, რომ არსებული საზოგადოებრივი პლაჟის სიგრძე, მდინარე “ბარცხანიდან” „თამარის“ დასახლების სანაპიროს ჩათვლით დღეისათვის შეადგენს 1,7 კმ-ს. წარმოდგენილი პროექტით ეს მაჩვენებელი ნახევარკუნძულების სანაპირო ზოლის ხარჯზე, იზრდება ორჯერ და  3,6 კმ-ს შეადგენს. აჭარის სანაპიროზე ეს ყველაზე წყალმარჩხი, ტალღებისგან დაცული და ნაპირების მორფოდინამიკის მხრივ გამორჩეულად სტაბილური ადგილია. პროექტზე, ნაპირსმაგრ სამუშაოებზე და უსაფრთხოების სტანდარტების შემუშავებასა და დაცვაზე იმუშავებენ საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტები.  ნახევარკუნძულებზე გათვალისწინებულია კასკადური განაშენიანების საზოგადოებრივი და საცხოვრებელი დანიშნულების ობიექტების მშენებლობა, მათ შორის მაღალი კლასის სასტუმრო კომპლექსები საზოგადოებრივი პლაჟებით, აქტიური და პასიური დასვენების კუთხეებით, აკვაპარკით.

  • სამხრეთ ნახევარკუნძულის სავარაუდო ფართი _20,0 ჰა-მდე;

  • ჩრდილოეთ ნახევარკუნძულის სავარაუდო ფართი _20,0 ჰა-მდე;

  • კუნძული „ღუზა“ ფართი -10,0 ჰა-მდე;

  • დამცავი მოლის სიგრძე - 1,3 კმ;

  • ხელოვნური კუნძულისა და ნახევარკუნძულების შექმნის პროექტის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება შეადგენს არანაკლებ 100 000 000 (ასი) მლნ. აშშ დოლარს;

  • კუნძულზე დასაქმდება 2000-ზე მეტი ადამიანი;

  • პროექტის განხორციელების ვადაა - 7 წელი;

  • პირველი ეტაპი- ჩრდილოეთ ნახევარკუნძულის შექმნა - 2,5 წელი;

  • მეორე ეტაპი - სამხრეთ ნახევარკუნძულის შექმნა - 2 წელი;

  • მესამე ეტაპი - კუნძულისა და დამცავი მოლის შექმნა - 2,5 წელი.

ჩვენ შესახებ

„ამბასადორი ბათუმი აილენდი“ რეგიონის უმსხვილესი საინვესტიციო პროექტია, რომელიც ბათუმის ზღვისპირის სივრცეში,  “ბარცხანასა” და „თამარის“ დასახლების 2,5X1,5 კმ სანაპიროს აკვატორიაში ულტრათანამედროვე გასართობ-გამაჯანსაღებელი რეზორტული ტიპის ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი კუნძულის შექმნასა და მათზე ინფრასტრუქტურის მოწყობას მოიცავს. კუნძულზე პროექტის მიხედვით წარმოდგენილი იქნება საზოგადოებრივი პლაჟები, აქტიური და პასიური დასვენების კუთხეები, აკვაპარკები, სასეირნო პრომენადები, ზღვისპირა ბულვარი, იახტკლუბი, საგანმანათლებლო დაწესებულებები, სავაჭრო ცენტრები, სასტუმრო და საცხოვრებელი დანიშნულების შენობა-ნაგებობები. წარმოდგენილი კონცეფცია ითვალისწინებს, მსხვილმასშტაბიანი ინვესტიციების მოზიდვას და ბათუმის ადმინისტრაციული საზღვრების გაფართოებას, რაც ქალაქის არსებული განაშენიანებისგან განტვირთვას და მისი სანაპირო ზოლის გამაგრებას ნიშნავს.აღსანიშნავია, რომ არსებული საზოგადოებრივი პლაჟის სიგრძე, მდინარე “ბარცხანიდან” „თამარის“ დასახლების სანაპიროს ჩათვლით დღეისათვის შეადგენს 1,7 კმ-ს. წარმოდგენილი პროექტით ეს მაჩვენებელი ნახევარკუნძულების სანაპირო ზოლის ხარჯზე, იზრდება ორჯერ და  3,6 კმ-ს შეადგენს.აჭარის სანაპიროზე ეს ყველაზე წყალმარჩხი, ტალღებისგან დაცული და ნაპირების მორფოდინამიკის მხრივ გამორჩეულად სტაბილური ადგილია. პროექტზე, ნაპირსმაგრ სამუშაოებზე და უსაფრთხოების სტანდარტების შემუშავებასა და დაცვაზე იმუშავებენ საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტები.  ნახევარკუნძულებზე გათვალისწინებულია კასკადური განაშენიანების საზოგადოებრივი და საცხოვრებელი დანიშნულების ობიექტების მშენებლობა, მათ შორის მაღალი კლასის სასტუმრო კომპლექსები საზოგადოებრივი პლაჟებით, აქტიური და პასიური დასვენების კუთხეებით, აკვაპარკით.

  • სამხრეთ ნახევარკუნძულის სავარაუდო ფართი _20,0 ჰა-მდე;

  • ჩრდილოეთ ნახევარკუნძულის სავარაუდო ფართი _20,0 ჰა-მდე;

  • კუნძული „ღუზა“ ფართი -10,0 ჰა-მდე;

  • დამცავი მოლის სიგრძე - 1,3 კმ;

  • ხელოვნური კუნძულისა და ნახევარკუნძულების შექმნის პროექტის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება შეადგენს არანაკლებ 100 000 000 (ასი) მლნ. აშშ დოლარს;

  • კუნძულზე დასაქმდება 2000-ზე მეტი ადამიანი;

  • პროექტის განხორციელების ვადაა - 7 წელი;

  • პირველი ეტაპი- ჩრდილოეთ ნახევარკუნძულის შექმნა - 2,5 წელი;

  • მეორე ეტაპი - სამხრეთ ნახევარკუნძულის შექმნა - 2 წელი;

  • მესამე ეტაპი - კუნძულისა და დამცავი მოლის შექმნა - 2,5 წელი.

MELKOMORYE-converted-1 copy
MELKOMORYE-converted-4 copy
MELKOMORYE-converted-7 copy

ამბასადორი ბათუმი აილენდი

საძიებო სიტყვა