სიახლეები

Story main image

July 17, 2025

ამბასადორი აილენდ ბათუმის გენერალურმა დირექტორმა, გოჩა კამკიამ, Galt & Taggart-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე, პროექტის სტრატეგიულ მნიშვნელობასა და მის განსაკუთრებულ ტურისტულ პოტენციალზე ისაუბრა

ღონისძიებაზე, რომლის ძირითად სადისკუსიო თემასაც "ტურიზმი საქართველოს ეკონომიკაში" წარმოადგენდა, ამბასადორი აილენდ ბათუმის გენერალურმა დირექტორმა, დამსწრე აუდიტორიას პროექტის ის ძირითადი ტრანსფორმაციული მახასიათებლები გააცნო, რომლებიც ბათუმის ტურისტული პოტენციალის ზრდას, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს არაერთი მიმართულებით, როგორებიცაა: საერთაშორისო ასპარეზზე ახლებურად პოზიციონირება, მდგრადი და ამავდროულად ინოვაციური სერვისების შეთავაზება და ცხოვრების ახლებური სტანდარტების დანერგვა, რაც საბოლოოდ, სრულად რეგიონით, მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების დაინერესებას მოემსახურება.

„ამბასადორის კუნძული ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის გასაზრდელად ახალი შესაძლებლობაა, რომელიც გააერთიანოს ქართული ტრადიციული სტუმარ-მასპინძლობა თანამედროვე სტანდარტებთან. ეს არის სივრცე, სადაც ტურიზმი, ინვესტიცია და ინოვაცია ერთმანეთთან ჰარმონიულად იკვეთება. ჩვენი მიზანია, შევქმნათ საერთაშორისო დონის მიზიდულობის წერტილი, რომელიც არა მხოლოდ ტურისტებს მოიზიდავს, ასევე სტაბილური ეკონომიკური განვითარების წყარო გახდება რეგიონისთვის,“ – აღნიშნა ამბასადორი აილენდ ბათუმის გენერალურმა დირექტორმა, გოჩა კამკიამ, Galt & Taggart-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე.

ამბასადორი აილენდ ბათუმი უნიკალური პროექტი მნიშვნელოვან სტრატეგიულ აქტივს წარმოადგენს, ქვეყნის როგორც ეკონომიკური ასევე, ტურისტული სექტორისთვის, რადგან მასში ჰარმონიულად ერთიანდება, სტუმართმოყვარეობა, საინვესტიციო შესაძლებლობები და ცხოვრების ახლებური სტანდარტები.

Read More >
Story main image

June 26, 2025

„ამბასადორი აილენდ ბათუმის” პროექტის წარდგენა „ეკონომიკური ფორუმის” სადისკუსიო ფორმატში გაიმართა

„ამბასადორი აილენდ ბათუმის” გენერალურმა დირექტორმა, გოჩა კამკიამ, „ეკონომიკური ფორუმის" პანელურ სადისკუსიო ფორმატში, ამბასადორის კუნძულის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტსა და მის განსაკუთრებულ საინვესტიციო პოტენციალზე ისაუბრა. 

„ეკონომიკური ფორუმი”, რომლის ძირითად სადისკუსიო თემასაც, ქვეყნის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალი, სტრატეგიული პროექტების და ინიციატივების მნიშვნელობა, შესაძლებლობები და გამოწვევები წარმოადგენდა, „ბიზნეს ინსაიდერი საქართველოს” ორგანიზებით გაიმართა, რომელსაც მოდერატორობას „ბიზნეს ინსაიდერი საქართველოს“ და „ეკონომიკური ფორუმის“ დამფუძნებელი გიორგი აბაშიშვილი უწევდა. პანელურ დისკუსიაში, მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა და „ამბასადორი აილენდ ბათუმის” გენერალურმა დირექტორმა, გოჩა კამკიამ.


„მნიშვნელოვანია, რომ „ეკონომიკური ფორუმი“ წარმოადგენს კონკრეტული ინიციატივების, გადაწყვეტილებების, ინოვაციური იდეების გაზიარებისა და  არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე მსჯელობის სივრცეს. „ეკონომიკური ფორუმის” ფარგლებში, განხილული იქნა სტრატეგიული პროექტების როლი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასა და საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის ზრდაში. დამსწრე საზოგადოებას გავუზიარეთ ჩვენი შთამბეჭდავი შედეგები ამბასადორის კუნძულის განვითარებასთან დაკავშრებით. კერძოდ, ჩვენ მიმდინარე წელს უკვე ამავე ზაფხულში ვაპირებთ 26 ჰექტარი მიწის ნაკვეთის ექსპლუატაციაში მიღებას და ორი ულტრათანამედროვე შენობა-ნაგებობის განვითარებას. ჯამური საინვესტიციო პოტენციალით დაახლოებით, 600 მილიონი აშშ დოლარი,”- აღნიშნა გოჩა კამკიამ. 


კუნძულის პროექტს „ამბასადორი ჯგუფი“ სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიასთან თანამშრომლობით ახორციელებს. „ამბასადორი აილენდ ბათუმი,” რომელიც ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის 84 ჰექტარზე, ზღვაში ფორმირებას ისახავს მიზნად, მდგრადი განვითარებისა და ჭკვიანი ქალაქის პრინციპების სრული დაცვით ვითარდება. პროექტს, როგორც ტურისტული, ასევე რეგიონისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური დანიშნულება გააჩნია, რაც ბათუმსა და ზოგადად საქართველოს, მსოფლიოს ახალ საინვესტიციო რუკაზე მოახვედრებს. 


Read More >
Story main image

June 26, 2025

"ამბასადორი აილენდ ბათუმი" იძლევა ულევ შესაძლებლობებს, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ინვესტორებისთვის - გოჩა კამკია

ბათუმში ხელოვნური კუნძულისა და ორი ნახევარკუნულის პროექტის (Ambassadori Island Batumi) რეალიზების შემდეგ, რომელსაც კომპანია Ambassadori Island Batumi ახორციელებს, ბიუჯეტში დამატებით 64 მლნ დოლარის აკუმულირება მოხდება. აღნიშნულის შესახებ Business Insider Georgia-სთან Ambassadori Island Batumi-ს გენერალურმა დირექტორმა გოჩა კამკიამ განაცხადა, რომელიც ეკონომიკური ფორუმის 22-ე დისკუსიის ერთ-ერთი სპიკერი იყო. 

გოჩა კამკიას თქმით, სამომავლოდ Ambassadori Island Batumi-ს პროექტში განხორციელებული ბიზნესები მთლიანობაში რამდენიმე ათეულ ათას ადამიანს დაასაქმებს. 


„საერთაშორისო ეკონომისტების კვლევების თანახმად, მას შემდეგ რაც  Ambassadori Island Batumi-ს  პროექტი დასრულდება და ჩვენ ამას ვგეგმავთ დაახლოებით ორ წელიწადში, მხოლოდ გადასახადების წლიური აკუმლირება 64 მლნ აშშ დოლარი იქნება. ამავე კვლევის თანახმად, კუნძულზე განვითარებული ბიზნესი მომავალში დაახლოებით 20 ათასამდე მოქალაქეს დაასაქმებს, რაც არის წარმოუდგენლად შთამბეჭდავი მაჩვენებლები დასაქმების თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე ჩვენ ძალიან ბედნიერი ვართ, რომ გრძელვადიანად, მდგრადად და მიზნობრივად ვანვითარებთ ამ პროექტს და ყოველდღიურად გვაქვს ფაქტობრივად ახალი რეალობები პოზიტიური თვალსაზრისით“, - აღნიშნა გოჩა კამკიამ.

კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ პროექტით დაინტერესება და კუნძულსა და ნახევარკუნძულებზე ბიზნესების განვითარების კუთხით ინვესტორების ინტერესი მაღალია. 

„Ambassadori Island Batumi იძლევა ულევ შესაძლებლობებს, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ინვესტორებისთვის, რათა ერთ დღეში იყოს მიღებული ბიზნეს გადაწყვეტილება, რომ საქართველოში დაიწყონ ბიზნესი, იმიტომ, რომ კუნძულზე არის მზა ეკონომიკური შესაძლებლობები. აქედან გამომდინარე, ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ სამი მიწის ნაკვეთი უკვე ვითარდება და სამ მიწის ნაკვეთს ჰყავს თავისი ინვესტორი და აქვთ ამბიციური გეგმები ამ მიწის ნაკვეთების განვითარებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს მყარი პოზიციონერება როგორც დუბაიში, აგრეთვე უკვე პოლონეთის რესპუბლიკაში, სადაც გვაქვს მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებთან დიალოგი. მათ აქვთ გამოხატული თავიანთი მიზნები საქართველოში ინვესტიციებთან დაკავშირებით, რაც არის ძალიან სასიამოვნო და იმ მოლოდინების ახდენა, რომელიც ჩვენ გვქონდა პროექტის დასაწყისში“, - განმარტავს  Ambassadori Island Batumi-ს გენერალური დირექტორი.

შეგახსენებთ, რომ კუნძულის პროექტს Ambassador Group-ი  სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიასთან თანამშრომლობით ახორციელებს. Ambassadori Island Batumi, რომელიც ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის 84 ჰექტარზე, ზღვაში ფორმირებას ისახავს მიზნად, მდგრადი განვითარებისა და ჭკვიანი ქალაქის პრინციპების სრული დაცვით ვითარდება. პროექტს, როგორც ტურისტული, ასევე რეგიონისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური დანიშნულება გააჩნია, რაც ბათუმსა და ზოგადად საქართველოს, მსოფლიოს ახალ საინვესტიციო რუკაზე მოახვედრებს.

Read More >
Story main image

June 17, 2025

„ამბასადორი აილენდ ბათუმმა” სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი და საქართველოს განსაკუთრებული საინვესტიციო პოტენციალი პოლონეთში წარადგინა

„ამბასადორი აილენდ ბათუმის” გუნდმა სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი და საქართველოს განსაკუთრებული საინვესტიციო პოტენციალი პოლონეთში წარადგინა. 

ქ. ვარშავაში ადგილობრივი პარტნიორების - Exclusive Poland-ის ორგანიზებით, BNI-სა და BYD Polska-ს მხარდაჭერით გამართულ ღონისძიებაზე “ამბასადორი აილენდ ბათუმის” დელეგაციამ, ინოვაციური პროექტი საქართველოს საინვესტიციო პოტენციალით დაინტერესებულ აუდიტორიას წარუდგენა. ღონისძიების ფარგლებში მაღალი რანგის შეხვედრები გაიმართა, რომელსაც პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი ქალბატონი დიანა ჟღენტი და საელჩოს პირველი მდივანი ბატონი ზურაბ ხუციანიძე ესწრებოდნენ.
 

BNI (Business Network International საერთაშორისო ბიზნეს ქსელი), როგორც პოლონეთში, ასევე მთელ მსოფლიოში ყველაზე მსხვილ ქსელურ ბიზნეს ორგანიზაციას წარმოადგენს, რომელიც 1984 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაარსდა, ხოლო პოლონეთში 2006 წლიდან ოპერირებს. ამგვარი თანამშრომლობა, ქართულ და პოლონურ კომპანიებს შორის, ორივე ქვეყნისთვის მტკიცე, გრძელვადიან ურთიერთობების ხელშეწყობისკენ გადადგმულ, კიდევ ერთ, მტკიცე ნაბიჯს წარმოადგენს.

„ჩვენი გუნდი, მოწოდებულია, რომ სათანადოდ მოვახდინოთ ქვეყნის საინვესტიციო და ტურისტული შესაძლებლობების საერთაშორისო აუდიტორიისთვის წარდგენა. აღსანიშნავია, რომ პოლონეთში გამართული ღონისძიება, ევროპულ ბაზარზე, ჩვენი ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის საწყის ეტაპს წარმოადგენს, რომელიც უახლოეს მომავალში არაერთ სტრატეგიულ ლოკაციაზე გაგრძელდება,“- აღნიშნა „ამბასადორი აილენდ ბათუმის” გენერალურმა დირექტორმა გოჩა კამკიამ.

კუნძულის პროექტს „ამბასადორი ჯგუფი“ სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიასთან თანამშრომლობით ახორციელებს. „ამბასადორი აილენდ ბათუმი,” რომელიც ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის 84 ჰექტარზე, ზღვაში ფორმირებას ისახავს მიზნად, მდგრადი განვითარებისა და ჭკვიანი ქალაქის პრინციპების სრული დაცვით ვითარდება. პროექტს, როგორც ტურისტული, ასევე რეგიონისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური დანიშნულება გააჩნია, რაც ბათუმსა და ზოგადად საქართველოს, მსოფლიოს ახალ საინვესტიციო რუკაზე მოახვედრებს. 


Read More >
Story main image

June 5, 2025

„ამბასადორი აილენდ ბათუმსა“ და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

„ამბასადორი აილენდ ბათუმსა” და „ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

თანამშრომლობის ძირითად მიზნებს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის მიერ შემოთავაზებული იახტების მართვისა და სერტიფიცირების პროგრამების საერთაშორისო, ფართო აუდიტორიისთვის წარდგენა წარმოადგენს. აღნიშნული სასწავლო კურსის დახმარებით, ნებისმიერი დაინტერესებული პირი თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებს დაეუფლება, რაც საბოლოოდ მცურავი საშუალებების მართვის მოწმობის, სულ რაღაც 14 დღეში, მიღების შესაძლებლობას იძლევა.


„ამბასადორის კუნძულზე" საქართველოში პირველი საერთაშორისო სტანდარტების იახტ კლუბის მშენებლობაა გათვალისწინებული, სადაც საზღვაო აკადემიის სპეციალური საწვრთნელი სივრცის განთავსება იგეგმება, რაც სამომავლოდ, კუნძულის მცხოვრებლებსა და ვიზიტორებს, ექსკლუზიურ შესაძლებლობას მისცემს, გაიარონ იახტების და სხვა მცურავი საშულებების მართვის კურსი და მიიღონ შესაბამისი სერტიფიკატი.

„ჩვენი მიზანია, საზღვაო აკადემიაში გავზარდოთ განათლების ხარისხი, რათა ჩვენი კურსდამთავრებულები მეტად კონკურენტუნარიანები გახდნენ დასაქმების საერთაშორისო ბაზარზე. აკადემიის პოტენციალი და განვითარების ტემპი გვაძლევს საშუალებას საკმაოდ ამბიციური მიზნები დავსახოთ და განვახორციელოთ. ჩვენი გამოწვევაა, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია ვაქციოთ ერთ-ერთ საუკეთესო საზღვაო სასწავლებლად შავი ზღვის რეგიონში. მემორანდუმი ხელს შეუწყობს ბათუმის და საზღვაო აკადემიის ცნობადობის გაზრდას, საერთაშორისო საზღვაო ასპარეზზე”,- განაცხადა საზღვაო აკადემიის რექტორმა მურთაზ დევაძემ.

„ჩვენი პარტნიორობა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასთან წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს ბათუმის, როგორც საზღვაო განათლების ლიდერი ქალაქის პროფილის ასამაღლებლად. ჩვენ მზად ვართ, ამბასადორის კუნძულის

საერთაშორისო ბაზრებზე წარდგენისას, ხაზი გავუსვათ, ჩვენს ქალაქში უმნიშვნელოვანესი ქართული ინსტიტუტის, საზღვაო აკადემიის არსებობას, რომელიც უმაღლესი ხარისხის საზღვაო განათლების მიწოდებას უზრუნველყოფს, როგორც საქართველოს ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, მოვახდინოთ საერთაშორისო ვიზიტორების ინფორმირება, მოვიზიდოთ მაღალმხარჯველუნარიანი ვიზიტორები და მკაფიოდ დავაფიქსიროთ, რომ სწორედ ბათუმში იქმნება ის იშვიათი შესაძლებლობა, ვიზიტის პარალელურად, გაიაროთ სპეციალური გადამზადების პროგრამა და მიიღოთ როგორც იახტების, ასევე სხვა მცურავი საშულებების მართვის მოწმობები” - აღნიშნა ამბასადორი აილენდ ბათუმის გენერალურმა დირექტორმა, გოჩა კამკიამ.

„ამბასადორი აილენდ ბათუმი“ შავ ზღვაში ინოვაციურ პროექტს ავითარებს, რომელიც ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი ხელოვნური კუნძულის შექმნას მოიაზრებს. საპროექტო არეალზე განთავსებული მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურა, ყველაზე მასშტაბურ იახტკლუბსა და ახალ საგანმანათლებლო დაწესებულებებსაც გააერთიანებს, რომელიც მიმართული იქნება ინოვაციური სერვისების მიწოდებისა და მცურავი საშუალებების მართვის შესწავლის ხელშეწყობისკენ.

Read More >
Story main image

May 19, 2025

ამბასადორი აილენდ ბათუმი ოფიციალურად უკვე პოლონეთშია

პოლონელ პარტნიორებთან, პროექტის სტრატეგიული განვითარებისა და წარმომადგენლობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ამბასადორის კუნძულის კონცეფცია ადგილობრივ აუდიტორიას ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ, PRIME SHOW MMA-ის ღონისძიებაზე წარედგინა, რომელსაც 5 მილიონამდე აქტიური მაყურებელი ჰყავს და მასში მონაწილეობენ გამორჩეული სპორტსმენები, ვარსკვლავები და ინფლუენსერები.

გამარჯვებულების დაჯილდოების პატივი კი, ამბასადორი აილენდ ბათუმს ხვდა წილად.

აღსანიშნავია, რომ ბათუმის კუნძულზე 10 000 ადამიანზე გათვლილი ივენთ ჰოლი აშენდება, რომელიც ახლო მომავალში, სწორედ მსგავს მასშტაბურ, საერთაშორისო ღონისძიებებს უმასპინძლებს.

მოხარულები ვართ, რომ ვაძლიერებთ პოლონეთსა და საქართველოს შორის ბიზნეს კავშირებს და ამბასადორი აილენდ ბათუმის სახით, ვქმნით უსაზღვრო შესაძლებლობლობებს ამ კავშირების უფრო მეტად გასაღრმავებლად.

Read More >
Story main image

April 17, 2025

IPS 2025-მიმდინარეობისას, ამბასადორი აილენდ ბათუმის დელეგაციამ, საკუთარ სტენდთან არაერთ მნიშვნელოვან სტუმარს უმასპინძლა

დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე, ამბასადორი აილენდ ბათუმის მიმართ გამოხატულმა ინტერესმა, ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა, სადაც კომპანიამ, საკუთარი ინოვაციური პროექტი და მთლიანად საქართველო, მაღალტექნოლოგიური და მულტიფუნქციური სტენდის საშუალებით წარადგინა.

გამოფენის მიმდინარეობისას, კომპანიის წარმომადგენლებმა, საკუთარ სტენდთან არაერთ მნიშვნელოვან სტუმარს უმასპინძლეს, მათ შორის საქართველოს სრულუფლებიან ელჩს არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, გიორგი ჯანჯღავასა და დუბაის მიწის დეპარტამენტის (DLD) გენერალურს დირექტორს, მარვან აჰმედ ბინ ღალიტის , მაღალი რანგის დელეგაციასთან ერთად.

ამბასადორი ჯგუფის პროექტმა საერთაშორისო ინვესტორების დიდი ინტერესი გამოიწვია და აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოში არაერთი საქმიანი ვიზიტი დაიგეგმა.


„მოხარულები ვართ, რომ გვქონდა შესაძლებლობა, ჩვენი რეგიონისთვის ისტორიული მნიშვნელობის პროექტი მსოფლიოს წინაშე, ყველაზე პრესტიჟულ გამოფენაზე წარგვედგინა. ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ ჩვენს ინოვაციურს წამოწყებაში ასახულმა, ქართული კულტურის სახასიათო ელემენტებისა და თანამედროვე მიდგომების ეკლექტურმა და ამავდროულად, ჰარმონიულმა ნაზავმა, გამოჩენილი ყურადღების თვალსაზრისით, ყველა მოლოდინს გადააჭარბა.“ - განაცხადა ამბასადორი აილენდ ბათუმის გენერალურმა დირექტორმა, გოჩა კამკიამ.

ინვესტორების განსაკუთრებული დაინტერესება საქართველოში მიმდინარე ინოვაციურმა პროექტმა გამოიწვია, რომელიც ქვეყნის როგორც ფიზიკურ, ასევე შესაძლებლობების საზღვრებს აფართოებს და ახალ საინვესტიციო ლოკაციას აჩენს, ქვეყნის ეკონომიკურ რუკაზე.

კომპანია ამბასადორი ჯგუფმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე საკუთარი, ისტორიული მნიშვნელობის პროექტის გარდა, საერთაშორისო აუდიტორიას, ქართული დეველოპერული ბაზარი და მისი საინვესტიციო შესაძლებლობებიც გააცნო.

Read More >
Story main image

April 16, 2025

დუბაის საერთაშორისო უძრავი ქონების გამოფენაზე „ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა მოლოდინს გადააჭარბა

 „ამბასადორი ჯგუფი“ ამბასადორი აილენდის პროექტით ინვესტორების დაინტერესებას და ამავდროულად აჭარის, როგორც ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციას განაგრძობს. ამ მიზნით „ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ დუბაის მსოფლიო სავაჭრო ცენტრში უძრავი ქონების პრესტიჟულ საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა და ინოვაციური პროექტი, რომელიც ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის ზღვაში ფორმირებას ითვალისწინებს საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე წარადგინა. 

დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენამ, რომელიც 14-16 აპრილამდე გრძელდებოდა, 85 ქვეყნიდან გააერთიანა 300-ზე მეტი მონაწილე და 25 000-ზე მეტ ვიზიტორს უმასპინძლა. 

„მოხარულები ვართ, რომ გვქონდა შესაძლებლობა, ჩვენი რეგიონისთვის ისტორიული მნიშვნელობის პროექტი მსოფლიოს წინაშე, პრესტიჟულ საერთაშორისო გამოფენაზე წარგვედგინა და პარტნიორთა რაოდენობა, მნიშვნელოვნად გაგვეზარდა. ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ ჩვენს ინოვაციურ წამოწყებაში ასახულმა, ქართული კულტურის სახასიათო ელემენტებისა და თანამედროვე მიდგომების ჰარმონიულმა ნაზავმა, გამოჩენილი ყურადღების თვალსაზრისით, ყველა მოლოდინს გადააჭარბა,”-აღნიშნა ამბასადორი აილენდ ბათუმის გენერალურმა დირექტორმა, გოჩა კამკიამ. 

„ამბასადორი აილენდ ბათუმის” პროექტი მდგრადი განვითარებისა და ჭკვიანი ქალაქის პრინციპების სრული დაცვით ვითარდება. ის რეგიონის ურბანული განვითარების ახლებური სტანდარტების დადგენასა და ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას მოემსახურება. პროექტის განვითარების ფარგლებში 20 000-მდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.


Read More >
Story main image

April 15, 2025

„ამბასადორი აილენდ ბათუმი” ინოვაციურ პროექტს და საქართველოს განსაკუთრებულ საინვესტიციო პოტენციალს დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს

დუბაის მსოფლიო სავაჭრო ცენტრში უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე „ამბასადორი აილენდ ბათუმის” გუნდი ისტორიული მნიშვნელობის პროექტს წარადგენს, რომელიც ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის ზღვაში ფორმირებას ისახავს მიზნად.

„ამბასადორი აილენდ ბათუმის” პროექტი მდგრადი განვითარებისა და ჭკვიანი ქალაქის პრინციპების სრული დაცვით ვითარდება და რეგიონის ურბანული განვითარების ახლებური სტანდარტების დადგენას მოემსახურება.

„ჩვენ ღრმად გვწამს, რომ „ამბასადორი აილენდ ბათუმის” პროექტს მნიშვნელოვანი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია, ბათუმისთვის ახლებური მომავლის ფორმირებისა და საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი რეგიონის ცნობადობის გაზრდის პროცესში. ჩვენი გუნდის ძირითად მამოტივირებელ ძალას, იმგვარი დანიშნულების ადგილის შექმნა წარმოადგენს, სადაც სრულფასოვნად იქნება ასახული ის სულისკვეთება, რომელიც საქართველოს, როგორც ქვეყანას, განვითარებასთან და წინსვლასთან მიმართებით ახასიათებს, აღნიშნა „ამბასადორი აილენდ ბათუმის გენერალურმა დირექტორმა.

საგამოფენო პერიოდში, კომპანიის წარმომადგენლები სხვადასხვა ბიზნეს პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას და სპეციალურად მოწყობილ მასშტაბურ მულტიფუნქციურ სტენდთან, კუნძულზე საინვესტიციო შესაძლებლობებთან დაკავშირებით ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდიან დაინტერესებულ პირებს.

Read More >
WhatsApp