პროექტის შესახებ

კუნძული, რომელიც უსწრებს დროს

ამბასადორი აილენდ ბათუმის ინოვაციური პროექტი, აჭარის რეგიონის შეუქცევადი განვითარების შთამბეჭდავი სიმბოლოა, რომელიც ადგილმდებარეობის, მასშტაბისა და ფუნქციური მრავალფეროვნების გათვალისწინებით რეგიონის ახლებური ტურისტული და ეკონომიკური ცენტრის როლს შეასრულებს.

0 ჰექტარი

კუნძულის ტერიტორია

0 %

გამწვანება და რეკრეაცია

Island map image

კუნძული, სადაც ბუნება და ტექნოლოგია ჰარმონიაშია

კუნძულის მდგრადი განვითარების პრინციპები

ამბასადორი აილენდ ბათუმზე ცხოვრების გამოცდილება, მჭიდროდ არის გადაჯაჭვული მდგრადი განვითარების თანამედროვე პრინციპებთან. პროექტის ფუნდამენტს, ადამიანისა და ბუნების ჰარმონიული თანაცხოვრებისთვის საჭირო, მდგრადი ურბანული დაგეგმარება წარმოადგენს, სადაც ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი, ენერგოეფექტური შენობები და ადგილობრივ ბიომრავალფეროვნებასთან თავსებადი მწვანე სივრცეები, მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ადგილობრივი ბუნებრივი ლანდშაფტის შენარჩუნებასა და მდგრადი განვითარებისთვის აუცილებელ, ცირკულარულ ეკონომიკას.

Tower background image

პირველი ცათამბჯენი

შენი ახალი მისამართი

თანამედროვე არქიტექტურული ტენდენციებისა და ადგილობრივი ვიზუალური მოტივების სინთეზით დაგეგმარებული, პირველი ცათამბჯენი გამორჩეული ხედებისა და ინტერიერის მქონე აპარტამენტებთან ერთად, აერთიანებს თანამედროვე სამუშაო სივრცეებს, სახურავზე განთავსებულ ვერტოდრომს, მაღალი ხარისხის სარესტორნო და სასაუზმო დაწესებულებებსა და გამაჯანსაღებელ ობიექტებს.


გაიგე მეტი
შეარჩიე შენი ოცნების აპარტამენტი

აპარტამენტი

პირველ ცათამბჯენში განთავსებული სხვადასხვა ზომის აპარტამენტები, თქვენი მშვიდი და კომფორტული ცხოვრების უზრუნველსაყოფად არის დაგეგმარებული. შავი ზღვის საუცხოო ხედების ფონზე აღმართულ შთამბეჭდავ ნაგებობას, ფუნქციური მრავალფეროვნებაც გამოარჩევს, სადაც ერთ ჭერქვეშ ერთიანდება: ბრენდული სუპერმარკეტი, აფთიაქი, ფიტნეს ცენტრი, კაფე და რესტორანი, სახურავზე განთავსებული ტერასა, ღია აუზი და ვერტოდრომი.

Apartments

ინვესტირება კუნძულზე

კონტაქტი

ამბასადორი აილენდ ბათუმი გთავაზობთ უნიკალურ შესაძლებლობას, ინვესტიცია განახორციელოთ ისტორიული მნიშვნელობის პროექტში, რომლის სწრაფი ზრდის ტემპიც, თქვენი საინვესტიციო პოტენციალის მაქსიმალური ზრდის მთავარი წინაპირობა გახდება.

Partner logo

კუნძულის ფილოსოფია

ამბასადორი აილენდ ბათუმი, მდგრადობის, ინოვაციების, საზოგადოებისა და ბუნების ჰარმონიული თანაცხოვრების პრინციპების გათვალისწინებით, ურბანული ცხოვრების ახლებურ სტანდარტებს ამკვიდრებს. ჩვენი ძირითადი ორიენტირი უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებითა და ეკო-მეგობრული გადაწყვეტების დახმარებით, ზღვისპირეთში, როგორც ფიზიკური, ასევე შესაძლებლობების საზღვრების გაფართოებისკენ არის მიმართული. ამ ყველაფრის ერთობლიობა კი, გვაძლევს შესაძლებლობას რომ რეალობად ვაქციოთ ცხოვრების ის სტილი, რომელიც აქამდე მხოლოდ ჩვენს წარმოსახვებში არსებობდა.

დაწვრილებით

გაიგე მეტი

მიიღე შეთავაზება !

გახდი ინოვაციური პროექტის მონაწილე და ერთად შევცვალოთ მომავლის ჰორიზონტი! მოგვწერე და ჩვენი წარმომადგენელი თავად დაგიკავშირდებათ

ღილაკზე დაჭერით თქვენ ეთანხმებით პერსონალურ მონაცემებს

ეს საიტი დაცულია reCAPTCHA-ით და მოქმედებს Google-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკა და გამოყენების პირობები ვრცელდება.