სიახლეები

Story main image

September 30, 2026

„ამბასადორი აილენდზე“ ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე ინტეგრირებული პირველი კომპლექსი აშენდება

„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ საემიროების წამყვან დეველოპერულ კომპანია „ONE Development“-თან საერთაშორისო პარტნიორობის შეთანხმება გააფორმა. აღნიშნულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გენერალურმა დირექტორმა, გოჩა კამკიამ და ONE Development ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა, მუსტაფა რაშადმა.

ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია აბუ-დაბიში გაიმართა, სადაც „ამბასადორი აილენდ ბათუმი“ LIVEX-ის ფორუმის სტრატეგიული პარტნიორის, ONE Development-ის ოფიციალური მოწვევით, საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს.


LIVEX 2026 აბუ-დაბის ეროვნულ საგამოფენო ცენტრში (ADNEC) 29 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით იმართება. ურბანული გარემოსა და ინვესტიციებისადმი მიძღვნილი, სადებიუტო გამოფენა აბუ-დაბის მუნიციპალიტეტებისა და ტრანსპორტის დეპარტამენტის ორგანიზებითა და აბუ-დაბის პრინცისა და აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარის, მისი უმაღლესობა შეიხ ხალედ ბინ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანის პატრონაჟით იმართება. ოფიციალური მონაცემებით, ღონისძიება 50-ზე მეტი ქვეყნიდან 20,000-ზე მეტ ვიზიტორს მასპინძლობს, მათ შორის 1,500-ზე მეტ ინვესტორსა და 100-ზე მეტ საერთაშორისო სპიკერს.

გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში, One Development, ამბასადორის კუნძულის ტერიტორიაზე $200 მილიონი დოლარის მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს და უმაღლესი სტანდარტების შესაბამის მულტიფუნქციურ კომპლექსს განავითარებს.

“ONE Development” არის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მოქმედი საერთაშორისო უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია, რომლის სათავო ოფისი აბუ-დაბიში მდებარეობს, ხოლო ძირითადი შოურუმები — აბუ-დაბისა და დუბაიში. კომპანია პოზიციონირებულია როგორც რეგიონის პირველი ხელოვნური ინტელექტით ინტეგრირებული დეველოპერი და ცნობილია ტექნოლოგიებზე ორიენტირებული, თანამედროვე ცხოვრების სტილზე მორგებული მიდგომით უძრავი ქონების განვითარების მიმართ.

კომპანიის ფლაგმანური პროექტია Laguna Residence, რომელიც დუბაიში, City of Arabia-ში მდებარეობს. პროექტის ღირებულება 2 მილიარდ არაბთა გაერთიანებული საამიროების დირჰამს შეადგენს და იგი პოზიციონირებულია როგორც რეგიონის პირველი სრულად AI-ინტეგრირებული საცხოვრებელი კომპლექსი. პროექტი მოიცავს დიდ ლაგუნას პოდიუმის დონეზე, ორ მაღალსართულიან კოშკს და 40-ზე მეტ ცხოვრების სტილზე, ველნესსა და სოციალურ გამოცდილებებზე ორიენტირებულ ინფრასტრუქტურულ და გასართობ სივრცეს.

კომპანია ასევე აქტიურად ფართოვდება სტუმარმასპინძლობის სექტორში. მსოფლიო მასშტაბით ცნობილ არტისტ Amr Diab-თან თანამშრომლობით, ONE Development-მა შექმნა საკუთარი სტუმარმასპინძლობის ბრენდი — ONE/AD, რომლის ფარგლებშიც წარადგინა DO Hotels.

„ბათუმი განვითარების სრულიად ახალ, ამაღელვებელ ეტაპზე გადადის, „ამბასადორი აილენდი“ კი გვაძლევს შესაძლებლობას, წვლილი შევიტანოთ ამგვარი მნიშვნელობის მქონე, ახალი მიზიდულობის ცენტრის ფორმირებაში. აღნიშნული პარტნიორობით, ONE Development სიამაყით უერთდება პროექტს საკუთარი ხედვითა და გამოცდილებით — გამორჩეულ პროექტს, რომელიც რეგიონის ამბიციურ პერსპექტივას ნათლად ასახავს. მოხარულები ვართ, რომ გვეძლევა შესაძლებლობა, შევქმნათ ისეთი გრძელვადიანი ღირებულება, რომელიც თაობებს დარჩება და ხანგრძლივ სარგებელს მოუტანს ქალაქსა და მის მცხოვრებლებს“, - განაცხადა ONE Development ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა, მუსტაფა რაშადმა.



"ჩვენთვის უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა ამბასადორის კუნძულზე ისეთი მასშტაბისა და რეპუტაციის მქონე საერთაშორისო პარტნიორის მასპინძლობა, როგორიც ONE Development-ია. ჩვენ შევქმენით პლატფორმა, რომელმაც საერთაშორისო ასპარეზზე უმაღლესი ნდობა დაიმსახურა და დღეს უკვე მსოფლიო დონის აქტორებს იზიდავს. განსაკუთრებით ამაყები ვართ, რომ სწორედ ONE Development-ის გამოცდილებით, კუნძულზე დაინერგება უნიკალური, ხელოვნურ ინტელექტსა და ინოვაციურ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული პირველი ურბანული პროექტი. მოხარულები ვართ, რომ ერთობლივი ძალისხმევით ვქმნით გრძელვადიან ღირებულებას, რომელიც სრულიად ახალ სტანდარტს ამკვიდრებს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთლიანად შავი ზღვის აკვატორიაში" -  აღნიშნა „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გენერალურმა დირექტორმა, გოჩა კამკიამ.

„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პროექტი საერთაშორისო დეველოპერებისა და ინვესტორების მოსაზიდ მძლავრ საინვესტიციო პლატფორმას წარმოადგენს, რასაც პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბებული ინტეგრირებული საინვესტიციო პაკეტები და საერთაშორისო ინვესტორებისთვის ბაზარზე არსებული ეფექტური, გამჭვირვალე და დაცული საინვესტიციო გარანტიები უზრუნველყოფს.

შავ ზღვაში პირველი ხელოვნური კუნძულის პროექტს „ამბასადორი ჯგუფი“ წამყვან საერთაშორისო კომპანიებთან თანამშრომლობით ახორციელებს, მათ შორისაა გლობალური საინჟინრო და საკონსულტაციო კომპანია Arup, არქიტექტურული და საინჟინრო კომპანია Yüksel Proje და პრესტიჟული ამერიკული არქიტექტურული კომპანია SHoP Architects.



გაიგე მეტი >
Story main image

September 28, 2026

„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ ტერიტორიაზე IG Development Georgia სავაჭრო ცენტრ „სითი მოლი ბათუმს” ააშენებს

„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ ტერიტორიაზე IG Development Georgia „სითი მოლი ბათუმის“ პროექტს განახორციელებს, რომელიც კუნძულის მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი გახდება. „სითი მოლი ბათუმი“ ერთ სივრცეში გააერთიანებს 300-ზე მეტ საერთაშორისო და ადგილობრივ ბრენდს, კვების ობიექტებს, გასართობ სივრცეებსა და ყოველდღიური საჭიროებისთვის განკუთვნილ მრავალფეროვან სერვისებს.


პროექტის მასშტაბის მთავარ ინდიკატორს, მისი ფართობი წარმოადგენს -  რეგიონში ყველაზე მასშტაბური სავაჭრო ცენტრი 170,000 მ² საერთო სამშენებლო ფართობს მოიცავს.


„ამბასადორი აილენდსა“ და IG Development Georgia-ს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება 2025 წელს გაფორმდა. პროექტის განვითარების მიმდინარე ეტაპზე უკვე განსაზღვრულია სავაჭრო ცენტრის სახელწოდება, მასშტაბი და ძირითადი კონცეფცია. „სითი მოლი ბათუმის“ გახსნა 2029 წელს არის დაგეგმილი.

გაიგე მეტი >
Story main image

September 21, 2026

ამბასადორი აილენდ ბათუმის გუნდმა მონაკოში გამართულ საერთაშორისო საზღვაო ფორუმში მიიღო მონაწილეობა


ამბასადორი აილენდ ბათუმის გუნდი მონაკოში გამართულ საერთაშორისო ფორუმზე -  Monaco Smart & Sustainable Marina Rendezvous 2026-ზე წარდგა. ღონისძიება საზღვაო ინდუსტრიის, იახტინგისა და სანაპირო ინფრასტრუქტურის სექტორის გლობალურ ლიდერებს აერთიანებს.

რიგით მეექვსე ფორუმს, 20–21 სექტემბერს მონაკოსს იახტ-კლუბმა უმასპინძლა, სადაც საერთაშორისო ინვესტორები, დეველოპერები, არქიტექტორები და საზღვაო ნავსადგურების მმართველები ერთი სადისკუსიო პლატფორმის ფარგლებში გაერთიანდნენ. დისკუსიების მთავარ თემებს ინოვაციური ეკოლოგიური ტექნოლოგიების დანერგვა, მდგრადი საზღვაო ინფრასტრუქტურის განვითარება და სექტორის სამომავლო პერსპექტივები წარმოადგენდა.


ღონისძიებას, ორგანიზება M3 Monaco-მ უზრუნველყო, რომელიც საზღვაო ნავსადგურების, იახტ-კლუბებისა და საზღვაო-სასწავლო ცენტრების პროექტირებასა და სტრატეგიულ მართვაში სპეციალიზდება.


Monaco Smart & Sustainable Marina Rendezvous გლობალურ პროფესიულ პლატფორმას წარმოადგენს, რომლის მიზანსაც ინოვაციების ხელშეწყობა, ეკოლოგიურად მდგრადი გადაწყვეტილებების დანერგვა და თანამედროვე საზღვაო ეკოსისტემებში ინვესტიციების მოზიდვა წარმოადგენს.

ამბასადორი აილენდ ბათუმის მონაწილეობა მსგავსი მასშტაბის საერთაშორისო ინდუსტრიულ ფორუმებში პროექტი ფართო, საერთაშორის კამპანიის ნაწილია, რომლის დანიშნულებაც გლობალურ პროფესიულ წრეებთან აქტიური თანამშრომლობა, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და ბათუმის საზღვაო ინფრასტრუქტურის, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განვითარებაა.


გაიგე მეტი >
Story main image

September 9, 2026

„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ მხარდაჭერით GIMF 2026 გაიმართა


„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ მხარდაჭერით, საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი GIMF 2026 გაიმართა. სამდღიანმა სამთავრობო ფორუმმა, თემის „Where Seas Meet Corridors“ გარშემო, მაღალი რანგის სტუმრები, საერთაშორისო პარტნიორები, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები და გლობალური საზღვაო ინდუსტრიის პროფესიონალები გააერთიანა, ჯამში ფორუმს 40 ქვეყნიდან 400 დელეგატი დაესწრო.


ფორუმი საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებითა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა. ღონისძიების მთავარი მიზანი რეგიონული დიალოგის გაძლიერება, საერთო გამოწვევების განხილვა და მთავრობებსა და საერთაშორისო პარტნიორებს შორის პრაქტიკული თანამშრომლობის ხელშეწყობა იყო.


GIMF 2016 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა მნიშვნელოვან პლატფორმად, რომელიც რეგულატორებსა და საზღვაო ინდუსტრიის წარმომადგენლებს აერთიანებს. ფორუმი ხელს უწყობს შავი ზღვის რეგიონის სატრანსპორტო მარშრუტების გლობალურ საზღვაო ეკოსისტემაში ინტეგრაციას და საერთაშორისო ვაჭრობისთვის უფრო ეფექტური და პროგნოზირებადი კავშირების განვითარებას.

„ამბასადორი აილენდ ბათუმი“  უჭერს მხარს ინიციატივებს, რომლებიც საქართველოსა და რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას, საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებასა და ახალი შესაძლებლობების შექმნას ემსახურება.

გაიგე მეტი >
Story main image

September 7, 2026

ამბასადორი აილენდ ბათუმი“ BNI Poland-ის გლობალურ ქსელს შეუერთდა

7 სექტემბერს, ვარშავაში, BNI Poland-ის სათავო ოფისში, „ამბასადორი აილენდ ბათუმი“ BNI Poland-ის გლობალურ ქსელს შეუერთდა. 


დოკუმენტს ხელი მოაწერეს „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გენერალურმა დირექტორმა გოჩა კამკიამ და BNI Poland-ის გენერალურმა დირექტორმა არკადიუშ შტუკამ.


BNI გლობალური ბიზნესქსელია, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 355 000-ზე მეტ წევრს აერთიანებს, მათ შორის 2 500-მდე წევრს პოლონეთში. ორგანიზაცია სხვადასხვა ქვეყნის ბიზნესწარმომადგენლებს თანამშრომლობის, პროფესიული კავშირებისა და ახალი ბიზნესშესაძლებლობების განვითარების პლატფორმას სთავაზობს.


BNI Poland-ის ქსელში გაწევრიანება „ამბასადორი აილენდ ბათუმს“ პოლონეთის ბიზნესსაზოგადოებასთან პირდაპირი თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს უხსნის. შეთანხმების ფარგლებში BNI Poland-ის წევრ კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ, ამბასადორი აილენდზე განახორციელონ ინვესტიციები, მშენებლობის, უძრავი ქონების განვითარების, არქიტექტურის, ინტერიერის დიზაინის, ტექნოლოგიების, სტუმარმასპინძლობის, პროფესიული მომსახურებისა და სხვა საინვესტიციო მიმართულებებით.


თანამშრომლობის მიზანია, „ამბასადორი აილენდ ბათუმი“ BNI Poland-ის წევრი კომპანიებისთვის ჩამოყალიბდეს ახალ ბიზნესმისამართად და საერთაშორისო ბიზნესისა და ინვესტიციების მიზიდულობის ცენტრად, რომელიც ხელს შეუწყობს პოლონურ ბიზნესსა და საქართველოს შორის გრძელვადიანი კავშირების გაძლიერებას. 


„პოლონეთი ჩვენი საერთაშორისო განვითარების სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. აქ უკვე ერთ წელზე მეტია აქტიურად ვმუშაობთ, გვყავს ადგილობრივი პარტნიორები და არაერთი ერთობლივი ინიციატივა განვახორციელეთ. BNI Poland-ის ქსელში გაწევრიანება ამ თანამშრომლობის ახალ ეტაპს ქმნის და გვაძლევს შესაძლებლობას, პოლონურ კომპანიებთან კიდევ უფრო პირდაპირი, პრაქტიკული და გრძელვადიანი პარტნიორობა განვავითაროთ. ჩვენი მიზანია, „ამბასადორი აილენდ ბათუმი“ მათთვის გახდეს ახალი ბიზნესმისამართი საქართველოში,“ - განაცხადა გოჩა კამკიამ. 


„ამბასადორი აილენდ ბათუმი“ შავი ზღვის აკვატორიაში პირველი ხელოვნური კუნძულია, რომელიც ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის განვითარებას ითვალისწინებს. პროექტი აერთიანებს საცხოვრებელ, სასტუმრო, ბიზნეს, კომერციულ, გასართობ, საზღვაო და საავიაციო ინფრასტრუქტურას და „ამბასადორი ჯგუფის“ მიერ წამყვან საერთაშორისო კომპანიებთან, მათ შორის Arup-თან, Yüksel Proje-სა და SHoP Architects-თან თანამშრომლობით ხორციელდება.


გაიგე მეტი >
Story main image

September 5, 2026

„ამბასადორი ჯგუფმა“ კაჭრეთში საავიაციო სოფელი გახსნა და „ამბასადორი აილენდ ბათუმის“გენერალური გეგმის ახალი ხედვა წარადგინა

5 სექტემბერს „ამბასადორი ჯგუფის“ ახალი პროექტის  „ამბასადორის საავიაციო სოფლის“ ოფიციალური გახსნის ღონისძიება გაიმართა. 15 მილიონი აშშ დოლარის საინვესტიციო ღირებულების პროექტი სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერითა და „საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის“ თანადაფინანსებით ხორციელდება.

16 ჰექტარზე განთავსებული „ამბასადორის საავიაციო სოფელი“ აერთიანებს აეროდრომს, საერთაშორისო დონის საფრენოსნო აკადემიას, საავიაციო კლუბსა და ავიავილების სარეზიდენციო დასახლებას. პროექტის საცხოვრებელი კონცეფცია კერძო ვილებს თვითმფრინავებისთვის განკუთვნილ ინდივიდუალურ ანგარებთან და ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე პირდაპირ წვდომასთან აერთიანებს.

გახსნის ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრები, ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნესწრეების წარმომადგენლები, პროექტის პარტნიორები და 100-ზე მეტი უცხოელი სტუმარი დაესწრნენ. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოში ჩამოსული კერძო ავიაციის საერთაშორისო ექსპედიციის მონაწილეები.

ღონისძიებაზე „ამბასადორი ჯგუფის“ განვითარების საერთო ხედვასა და სამომავლო გეგმებზე გოჩა კამკიამ ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა ჯგუფის სხვადასხვა რეგიონში განხორციელებულ პროექტებს შორის სინერგიაზე და აღნიშნა, რომ საავიაციო მიმართულების განვითარება ამ პროექტების ერთმანეთთან დაკავშირების ახალ შესაძლებლობას ქმნის.

„ამბასადორის საავიაციო სოფელი“ ამბასადორი ჯგუფის რეგიონებში გაფართოებისა და ინვესტირების ლოგიკური გაგრძელებაა- შეიქმნება სინერგია როგორც საქართველოს რეგიონებს შორის, ისე  „ამბასადორის“ პროექტებს შორის. ამ ხედვის გაგრძელებად, ცვლილებები შეგვაქვს „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პროექტშიც - „ამბასადორი კაჭრეთის“ საავიაციო სოფლის მსგავსად, კუნძულის გენერალურ გეგმაში გათვალისწინებული იქნება საფრენი ზოლის განთავსება და აეროდრომის მოწყობა, რაც მომავალში კუნძულთან პირდაპირი საჰაერო კავშირის შესაძლებლობას შექმნის.

„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ შექმნის ერთ-ერთი მთავარი იდეა საქართველოში გლობალური ეკონომიკური ინიციატივის განვითარება და ისეთი გარემოს ჩამოყალიბებაა, რომელიც ადგილობრივ და საერთაშორისო ინვესტორებს ახალ შესაძლებლობებს შესთავაზებს. დღეს პროექტს უკვე უკავშირდებიან სხვადასხვა ქვეყნის კომპანიები და ინვესტორები. კერძო ავიაციის მიმართულების დამატება ამ ხედვის ბუნებრივი გაგრძელებაა - საავიაციო ინფრასტრუქტურა პროექტის ტურისტულ, საცხოვრებელ, საინვესტიციო და საკურორტო ფუნქციებს კიდევ ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს შემატებს და „ამბასადორი აილენდ ბათუმს“ უფრო მეტად დააკავშირებს როგორც საქართველოს სხვადასხვა რეგიონთან, ისე საერთაშორისო მიმართულებებთან“, - განაცხადა გოჩა კამკიამ.


გაიგე მეტი >
Story main image

September 3, 2026

„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კერძო ავიაციის პილოტთა საერთაშორისო ექსპედიციას უმასპინძლა

„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კერძო ავიაციის პილოტთა საერთაშორისო ექსპედიციის ფარგლებში ბათუმში ჩამოსულ 50 პილოტს უმასპინძლა. ექსპედიციის მონაწილეები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან და აშშ-დან საქართველოში კაჭრეთში, „ამბასადორის საავიაციო სოფლის“ ოფიციალური გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდნენ.


ბათუმში ვიზიტის ფარგლებში პილოტები „ამბასადორი აილენდ ბათუმს“ ესტუმრნენ და ადგილზე გაეცნენ პროექტის მასშტაბს, უკვე განხორციელებულ სამუშაოებს, მიმდინარე სამშენებლო პროგრესს, განვითარების ხედვასა და სამომავლო გეგმებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროექტში გათვალისწინებულ საავიაციო ინფრასტრუქტურას, მათ შორის ასაფრენ-დასაფრენ ზოლს, რომლის განვითარებაც მომავალში კუნძულზე კერძო ავიაციის ფრენების მიღების შესაძლებლობას შექმნის. პროექტის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა საჰაერო კავშირების გაძლიერება - როგორც საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და ადგილობრივ კურორტებს შორის, ისე საერთაშორისო მიმართულებებთან.


კუნძულზე პილოტებს „ამბასადორი ჯგუფის“ დამფუძნებელი თორნიკე ქებურია მიესალმა, რომელმაც „ამბასადორი აილენდ ბათუმზე“ საჰაერო ხომალდით დაშვებაც განახორციელა.


ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ექსპედიციის მონაწილეებს მიესალმნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ვახტანგ მახარობლიშვილი.

გაიგე მეტი >
Story main image

September 2, 2026

შავი ზღვის ყველაზე ამბიციური პროექტი - Newsweek-ი Ambassadori Island Batumi-ს დეტალებს აქვეყნებს

„ამბასადორი აილენდ ბათუმის” შესახებ ამერიკულ გამოცემა Newsweek-ში გამოქვეყნდა ვრცელი სტატია საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე მიმდინარე მასშტაბურ პროექტზე.


პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ 84 ჰექტარზე გაშლილი ხელოვნური კუნძული (რომელიც ორი ნახევარკუნძულისა და ერთი კუნძულისაგან შედგება) არ არის მხოლოს უძრავი ქონების დეველოპმენტი - ეს არის მრავალფუნქციური ეკოსისტემა, რომელიც აერთიანებს საცხოვრებელ, სასტუმრო, გასართობ, სამედიცინო და ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურას ჭკვიანი ქალაქისა და ESG სტანდარტების სრული დაცვით.


პროექტს "ამბასადორი ჯგუფი" საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ახორციელებს: პროექტირებასა და ინჟინერიას თურქული Yüksel Proje უძღვება, არქიტექტურულ კონცეფციაზე ნიუ-იორკული SHoP Architects მუშაობს, ხოლო გენერალურ დაგეგმარებასა და ჭკვიანი ქალაქის ინფრასტრუქტურის ინტეგრაციას გლობალური გიგანტი ARUP უზრუნველყოფს. 


"ამბასადორი აილენდ ბათუმის" გენერალური დირექტორის, გოჩა კამკიას განცხადებით, პროექტის მრავალფუნქციური ფორმატი ინვესტორებისთვის ხანგრძლივ ეკონომიკურ სიცოცხლისუნარიანობას უზრუნველყოფს, ხოლო ჯგუფის 2004 წლიდან დაგროვილი გამოცდილება სასტუმრო, უძრავი ქონების, მეღვინეობისა და გოლფის სექტორებში ბიზნესის მაღალ სანდოობას განაპირობებს.


სტატიაში დეტალურადაა განხილული პროექტის მასშტაბები და მიმდინარე სტატუსი.

ინფრასტრუქტურა და გეგმარება: კუნძულის ტერიტორიის 49% ეთმობა მწვანე და რეკრეაციულ სივრცეებს, პლაჟებსა და ზღვისპირა ბულვარს. „ამბასადორი აილენდ ბათუმი“ აერთიანებს მრავალფუნქციურ ურბანულ ინფრასტრუქტურას- საერთაშორისო სტანდარტების იახტ-კლუბს, საავიაციო ინფრასტრუქტურას, სასტუმროებს, საცხოვრებელ და მულტიფუნქციურ კომპლექსებს, სავაჭრო სივრცეებს, ბრენდულ ბუტიკებს, ფიტნესცენტრებსა და გასართობ-გამაჯანსაღებელ ობიექტებს. 


საინვესტიციო მოცულობა:
"ამბასადორი ჯგუფს" პროექტში უკვე ჩადებული აქვს $100 მილიონის პირდაპირი ინვესტიცია. პარალელურად, ადგილობრივი და საერთაშორისო ინვესტორები კუნძულზე $1 მილიარდზე მეტი ღირებულების პროექტებს ახორციელებენ, ხოლო ჯამური საინვესტიციო მოცულობა $5 მილიარდს გადააჭარბებს.


პროექტის დინამიკა: გენერალური გეგმის 50%-ზე მეტი უკვე შესრულებულია - 48 ჰექტრის მიწის ფორმირება დასრულებულია და ექსპლუატაციაშია შესული, დაწყებულია პირველი ცათამბჯენის მშენებლობა, ხოლო კუნძულის სრული ფორმირება 2.5 წელიწადში დასრულდება.


გაიგე მეტი >
Story main image

September 2, 2026

„ამბასადორი აილენდ ბათუმი“ კერძო ავიაციის პილოტთა საერთაშორისო ექსპედიციას უმასპინძლებს

2-3 სექტემბერს „ამბასადორი აილენდ ბათუმი“ საერთაშორისო საავიაციო ექსპედიციის ფარგლებში, ბათუმში ჩამოსულ 50 პილოტს უმასპინძლებს. ექსპედიციის მონაწილეები საქართველოში კერძო საჰაერო ხომალდებით ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან და აშშ-დან ჩამოფრინდებიან. მათ შორის არიან პილოტები საფრანგეთიდან, ჩეხეთიდან, ბულგარეთიდან, პორტუგალიიდან, ნიდერლანდებიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, ლუქსემბურგიდან, პოლონეთიდან, თურქეთიდან, და დიდი ბრიტანეთიდან.

ბათუმში ვიზიტის ფარგლებში, პილოტები „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პროექტს ადგილზე გაეცნობიან - დაათვალიერებენ კუნძულის მასშტაბს, გაეცნობიან უკვე განხორციელებულ სამუშაოებსა და მიმდინარე სამშენებლო პროგრესს, ასევე მიიღებენ ინფორმაციას პროექტის განვითარების ხედვისა და სამომავლო გეგმების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პროექტში გათვალისწინებულ საავიაციო ინფრასტრუქტურას, მათ შორის ასაფრენ-დასაფრენ ზოლს, რომლის განვითარებაც მომავალში კუნძულზე კერძო ავიაციის ფრენების მიღების შესაძლებლობას შექმნის. პროექტის უნიკალური მიმართულებაა ადგილობრივ კურორტებს, საქართველოს სხვა რეგიონებსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის საჰაერო მარშრუტებით კავშირის განვითარება.

კერძო ავიაციის პილოტთა ექსპედიცია საქართველოში 2026“ 29 აგვისტოდან 12 სექტემბრამდე, მარშრუტით ლუქსემბურგი – საქართველო – ლუქსემბურგი, განხორციელდება. ექსპედიცია მოიცავს 4 000-ზე მეტ საზღვაო მილს და მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანია საქართველოს, მათ შორის ბათუმისა და აჭარის, როგორც კერძო და ზოგადი ავიაციისთვის მიმზიდველი, ხელმისაწვდომი და საინტერესო საფრენი და ტურისტული მიმართულების პოპულარიზაცია. ვიზიტის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ უშუალოდ გაეცნონ ბათუმისა და აჭარის ინფრასტრუქტურულ, ტურისტულ და საავიაციო პოტენციალს.

აღნიშნული საერთაშორისო საავიაციო ქსელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან დაახლოებით 17 000 წევრს აერთიანებს, რაც ბათუმისა და აჭარის საერთაშორისო ცნობადობის გაზრდის, ახალი საავიაციო მარშრუტების პოპულარიზაციისა და რეგიონის კერძო ავიაციის ფართო აუდიტორიისთვის გაცნობის მნიშვნელოვან შესაძლებლობას ქმნის.

ექსპედიციაში მონაწილეობს 26 საჰაერო ხომალდი - 20 ევროპული და 6 თურქული ეკიპაჟი, რომლებიც ფრენებს ULM კატეგორიის ულტრამსუბუქი და ზოგადი ავიაციის (GA) ტიპის თვითმფრინავებით ასრულებენ. ინიციატივას კოორდინაციას უწევს ლუქსემბურგში საქართველოს საპატიო კონსული პიტერ სოდერმანსი, ხოლო მხარდამჭერები არიან ლუქსემბურგის თვითმფრინავების მფლობელთა და პილოტთა ასოციაცია (AOPA Luxembourg), თურქეთის თვითმფრინავების მფლობელთა და პილოტთა ასოციაცია (AOPA Türkiye) და ლუქსემბურგში საქართველოს საპატიო საკონსულო.

ბათუმში ვიზიტის შემდეგ ექსპედიციის მონაწილეები კახეთში გაემგზავრებიან, სადაც გაიმართება Ambassadori Aviation Village-ის ოფიციალური გახსნა. ახალი საავიაციო ინფრასტრუქტურის განვითარება და ექსპედიციის ორგანიზება მიზნად ისახავს საქართველოში კერძო ავიაციისა და საავიაციო ტურიზმის განვითარებას, ახალი საჰაერო მარშრუტების პოპულარიზაციას და ქვეყნის, მათ შორის აჭარისა და კახეთის, საერთაშორისო ზოგადი ავიაციის რუკაზე საინტერესო და ხელმისაწვდომ მიმართულებებად პოზიციონირებას.

გაიგე მეტი >
WhatsApp