October 16, 2026
„ამბასადორი აილენდ ბათუმი“ „ვარდისფერი ოქტომბრის“ საინფორმაციო კამპანიას უერთდება

„ამბასადორი აილენდ ბათუმი“ აჭარის ტელევიზიის ინიციატივას უერთდება, რომელიც „ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში ძუძუს კიბოს პრევენციისა და დროული სკრინინგის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.
ინიციატივის მხარდასაჭერად, კომპანიაში დაინერგება შესაბამისი შიდა პოლიტიკა და წამახალისებელი საინფორმაციო კამპანია, რომელიც თანამშრომელ ქალებს რეგულარული სკრინინგის ჩატარების მნიშვნელობას შეახსენებს და დროული გადამოწმებისკენ მოუწოდებს.
აღნიშნული პრაქტიკის დამკვიდრებასთან ერთად, „ამბასადორი აილენდ ბათუმი“ ინვესტორ კომპანიებთან თანამშრომლობით ყოველწლიურად განახორციელებს საინფორმაციო და შემახსენებელ კამპანიებს, რათა რეგულარული სკრინინგისა და პრევენციული ჯანმრთელობის კულტურა ორგანიზაციული გარემოს განუყოფელი ნაწილი გახდეს.
„ამბასადორი აილენდ ბათუმი“ მხარს უჭერს ინიციატივებს, რომლებიც საზოგადოების კეთილდღეობის, პასუხისმგებლიანი ორგანიზაციული კულტურისა და მნიშვნელოვანი სოციალური საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.
