September 9, 2026
„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ მხარდაჭერით GIMF 2026 გაიმართა

„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ მხარდაჭერით, საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი GIMF 2026 გაიმართა. სამდღიანმა სამთავრობო ფორუმმა, თემის „Where Seas Meet Corridors“ გარშემო, მაღალი რანგის სტუმრები, საერთაშორისო პარტნიორები, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები და გლობალური საზღვაო ინდუსტრიის პროფესიონალები გააერთიანა, ჯამში ფორუმს 40 ქვეყნიდან 400 დელეგატი დაესწრო.
ფორუმი საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებითა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა. ღონისძიების მთავარი მიზანი რეგიონული დიალოგის გაძლიერება, საერთო გამოწვევების განხილვა და მთავრობებსა და საერთაშორისო პარტნიორებს შორის პრაქტიკული თანამშრომლობის ხელშეწყობა იყო.
GIMF 2016 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა მნიშვნელოვან პლატფორმად, რომელიც რეგულატორებსა და საზღვაო ინდუსტრიის წარმომადგენლებს აერთიანებს. ფორუმი ხელს უწყობს შავი ზღვის რეგიონის სატრანსპორტო მარშრუტების გლობალურ საზღვაო ეკოსისტემაში ინტეგრაციას და საერთაშორისო ვაჭრობისთვის უფრო ეფექტური და პროგნოზირებადი კავშირების განვითარებას.
„ამბასადორი აილენდ ბათუმი“ უჭერს მხარს ინიციატივებს, რომლებიც საქართველოსა და რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას, საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებასა და ახალი შესაძლებლობების შექმნას ემსახურება.
