March 14, 2026

ამბასადორის კუნძულზე პირველი თაუერის საძირკველში სიმბოლური კაფსულის ჩადების საზეიმო ცერემონია გაიმართა

News item main image

ამბასადორის კუნძულზე პირველი თაუერის საძირკველში სიმბოლური კაფსულის ჩადების საზეიმო ცერემონია გაიმართა, რომელში მონაწილეობაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მთავრობის წევრებთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობასთან ერთად მიიღო. მულტიფუნქციური კომპლექსის ჯამური ინვესტიცია  200 მლნ აშშ დოლარი იქნება. 

აღსანიშნავია, რომ მარჯვენა ნახევარკუნძულის 22 ჰა მიწის ტერიტორია შევიდა ექსპლუატაციაში და ამჟამად, საპროექტო არეალზე ჯამურად 48 ჰა, ზღვაში ხელოვნურად ფორმირებული მიწაა ექსპლუატაციაში მიღებული.

კუნძულის პროექტს „ამბასადორი ჯგუფი“ სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიასთან თანამშრომლობით ახორციელებს მათ შორის არქიტექტურული და საინჟინრო კომპანია Yüksel Proje და ბრიტანული კომპანია Arup, რომელიც მსოფლიო მასშტაბით არაერთი ქალაქის გეგმარებაშია ჩართული. Arup-თან თანამშრომლობით, იქმნება „ჭკვიანი ქალაქის“ (Smart City) კომპლექსური გეგმა, რომლის მიზანსაც პირველი ხელოვნური კუნძულის პროექტის, შავი ზღვის აუზში ერთ-ერთ ყველაზე მაღალტექნოლოგიურ ურბანულ გარემოდ გარდაქმნა წარმოადგენს. 

ამბასადორის პირველი ცათამბჯენი, რომელიც მულტიფუნქციური კომპლექსს წარმოადგენს, თავისი არსით, ისტორიულ მნიშვნელობას ატარებს, როგორც კუნძულის პირველი შენობა-ნაგებობა. აღნიშნული მრავალფუნქციური კომპლექსი აერთიანებს: საცხოვრებელ აპარტამენტებს, სასტუმროს, ვერტოდრომს, გასართობ-გამაჯანსაღებელ სივრცეებს, ღია და დახურულ აუზებს, ფიტნეს ცენტრებსა და ბრენდულ ბუტიკურ მაღაზიებს. შენობაში განთავსებული აპარტამენტების ინტერიერის დიზაინზე იტალიურმა კომპანია, D73-მა იმუშავა.

ადგილმდებარეობის თვალსაზრისით, მულტიფუნქციური კომპლექსი პირდაპირ კავშირში იქნება იახტ-კლუბთან და კუნძულზე გაშენებულ ახალ ბულვართან, რაც მას ლოკაციის მთავარ მიზიდულობის წერტილად აქცევს. 


საქართველოსთვის ამბასადორის კუნძულის პროექტის რეალიზაციას სტრატეგიული ეკონომიკური მნიშვნელობა გააჩნია, რადგან  მისი, სრულად ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ ქვეყნის ბიუჯეტში წლიურად 65 მილიონი აშშ დოლარის გადასახადი შევა. ეს მაჩვენებელი მასშტაბით უთანაბრდება ისეთ გლობალურ პროექტს, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი. პროექტის განხორციელების ფარგლებში ქვეყანაში  20,000-მდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.  ამ დროისათვის კომპანიას შავ ზღვაში 48 ჰა ტერიტორია უკვე გაშენებული აქვს, რაც ნიშნავს იმას, რომ პროექტის მიწის სამუშაოების 50%-ზე მეტი უკვე შერულებულია.

ამ დროისთვის ხელოვნური კუნძულისა და ორი ნახევარკუნძულის ფორმირება წარმატებით მიმდინარეობს და მიწის სამუშაოების 50%-ზე მეტი უკვე შესრულებულია, რაც მასშტაბური ინიციატივის სწრაფ და ეფექტურ პროგრესზე მიუთითებს. ამბასადორ აილენდ ბათუმი მთლიანობაში 84 ჰა ტერიტორიას დაიკავებს, რომლის 49% რეკრეაციულ ზონებს დაეთმობა.

„ამბასადორი აილენდ ბათუმი," რომელიც ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის ზღვაში ფორმირებას ისახავს მიზნად, მდგრადი განვითარებისა და ჭკვიანი ქალაქის პრინციპების სრული დაცვით ვითარდება. პროექტს, როგორც ტურისტული, ასევე რეგიონისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური დანიშნულება გააჩნია, რაც ბათუმსა და ზოგადად საქართველოს, მსოფლიოს ახალ საინვესტიციო რუკაზე მოახვედრებს. 


WhatsApp