კუნძულის სიახლეები

August 1, 2025

ამბასადორის კუნძულს კვლევითი პროექტის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ეწვივნენ

News item main image


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები კვლევითი პროექტის ფარგლებში, ამბასადორი აილენდ ბათუმის“ ორი ხელოვნური ნახევარკულძულისა და ხელოვნური კუნძულის მშენებლობისა და მიწის მოწყობის პროცესს გაეცნენ. თსუ-ს 15 სტუდენტითა და მენტორებით დაკომპლექტებულ ჯგუფს პროექტის ხელმძღვანელებმა უმასპინძლეს, რომელთაც სტუდენტებს ადგილზე დაათვალიერებინეს და გააცნეს მიმდინარე სამუშაოები.


თსუ კვლევით პროექტს ხელმძღვანელობს, დოქტორანტი ირმა მაკალათია. მისი თქმით, თსუ-სა და „ამბასადორი აილენდ ბათუმს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება იგეგმება, რომელიც ბათუმში ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ხელოვნური კუნძულის გაშენების სამუშაოებში თსუ შესაბამისი მიმართულების სტუდენტების ჩართვას, პრაქტიკის გავლასა და შემდგომ დასაქმებას ითვალისწინებს. თსუ სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემათ ჩაერთონ და დააკვირდნენ თუ როგორია სანაპიროს მდგრადობა, ზღვის დონის ცვალებადობა და ეკოლოგია. მიღებული მასალების დამუშავების შემდეგ, სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ინფორმაციას გამოიყენებენ სამეცნიერო სტატიებში, დისერტაციებში, ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში.

კვლევითი პროექტის ფარგლებში საველე სამუშაოებს მენტორობას უწევდა, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის ჰიდრომექანიკისა და ოკეანოლოგიის ლაბორატორიის გამგე, დოქტორი ნოდარ წივწივაძე.

„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პროექტის ხელმძღვანელების განცხადებით, პროექტს, როგორც ტურისტული, ასევე რეგიონისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური დანიშნულება გააჩნია, რაც ბათუმსა და ზოგადად საქართველოს, მსოფლიოს ახალ საინვესტიციო რუკაზე მოახვედრებს.

კუნძულის პროექტს „ამბასადორი ჯგუფი“ სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიასთან თანამშრომლობით ახორციელებს. „ამბასადორი აილენდ ბათუმი” ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის 84 ჰექტარზე, ზღვაში ფორმირებას ისახავს მიზნად. სამუშაოები მდგრადი განვითარებისა და ჭკვიანი ქალაქის პრინციპების სრული დაცვით ვითარდება.

WhatsApp