March 21, 2026
ამბასადორი აილენდის მხარდაჭერით, ბათუმში ანგელოზი ინვესტორების ფორუმი გაიმართა

წელს უკვე მესამედ, ბათუმმა ანგელოზი ინვესტორების ფორუმს უმასპინძლა, რომელიც მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს ადგილობრივი ბიზნეს ეკოსისტემის განვითარების, ადგილობრივი სტარტაპების მხარდაჭერისა და ინვესტორთა ქსელის გაფართოების მიმართულებით. 21 მარტს გამართულმა ღონისძიებამ, თავი მოუყარა 60-მდე ანგელოზ ინვესტორს, Axel-ის (აქსელის) პორტფოლიოში შემავალ სტარტაპებსა და ადგილობრივ ბიზენს წრეებს.
ანგელოზი ინვესტორების ფორუმს, ამბასადორი აილენდ ბათუმთან ერთად, არაერთი პარტნიორი და მხარდამჭერი ჰყავდა, რაც მნიშვნელოვნად ეხმარება პლატფორმის განვითარებას, ადგილობრივი ბიზნეს ეკოსისტემის გაძლიერებას, ინოვაციების წახალისებასა და საერთაშორისო ბიზნესკავშირების გაფართოებას.
ანგელოზი ინვესტორების ფორუმის მხარდაჭერა, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, ამბასადორი აილენდ ბათუმის სწრაფვას, კიდევ უფრო გაძლიერდეს საქართველოს, როგორც თანამედროვე ბიზნესისა და საინვესტიციო შესაძლებლობების ქვეყნის პოზციონირება, რაც მას გლობალურ საინვესტიციო რუკაზე ახალ მიზიდულობის ცენტრად გარდაქმნის.
