October 25, 2025

ამბასადორი აილენდის მხარდაჭერით, ბათუმში, ევროპის მძლეოსნობის წლის ყველაზე მასშტაბური ღონისძიება გაიმართა

News item main image

2025 წლის 23-25 ოქტომბერს, ბათუმმა  ევროპის მძლეოსნობის წლის ყველაზე მასშტაბურ და უმნიშვნელოვანესს კორპორატიულ ღონისძიებას უმასპინძლა, რომელიც  აერთიანებდა ევროპის მძლეოსნობის კონგრესს, კონვენციას და წლის შემაჯამებელ  გრანდიოზულ გალა დაჯილდოებას. ღონისძიებამ გააერთიანა, ევროპის მძლეოსნობის პრეზიდენტი და საბჭოს წევრები, ევროპის მძლეოსნობის 49 ქვეყნის პრეზიდენტი და გენერალური მდივნები, მსოფლიო და ევროპის მძლეოსნობის საპატიო სტუმრები და წარმატებული სპორტსმენები.

როგორც ევროპის მძლეოსნობის საბჭოს შეხვედრების ოფიციალურმა სპონსორმა, ამბასადორი აილენდ ბათუმმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ამგვარი მასშტაბური ინიციატივის მხარდაჭერაში, რომელმაც ბათუმი მსხვილი საერთაშორისო ღონისძიებების ახალ ეპიცენტრად აქცია. აღნიშნული თანამშრომლობა, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს კომპანიის მისიას, ხელი შეუწყოს საქართველოს  გლობალურ სპორტულ და ბიზნეს სივრცეში ინტეგრაციას.

ღონისძიების მიმდინარეობისას, დისკუსიები და ვორკშოპები არაერთ თემაზე იყო ფოკუსირებული, როგორებიცაა: „მძლეოსნობა ყველასათვის“, „მდგრადი განვითარება სპორტში“ და „სწორი მმართველობა“ - აღნიშნული საკითხები მჭიდროდაა დაკავშირებული ამბასადორი აილენდ ბათუმის ფილოსოფიასთან, რომელიც ინოვაციასა და გარემოსდაცვით პასუხისმგებლობას პროექტის როგორც დაგეგმარების, ასევე, განხორციელების ყველა ეტაპზე ითვალისწინებს.


ღონისძიების კულმინაციისას, „Golden Tracks“ გალა დაჯილდოებაზე, ევროპის ყველაზე წარმატებული სპორტსმენები გამოავლინდნენ: წლის საუკეთესო ამომავალი ვარსკვლავი სპორტსმენები გახდნენ: ოდრი ვერო (შვეიცარია) და ჰუბერტ ტროსჩიანკა (პოლონეთი). რაც შეეხებათ საუკეთესო სპორტსმენ ქალსა და მამაკაცს, ჯილდოები მიიღეს - ფემკე ბოლმა (ნიდერლანდები) და არმანდო (მონდო) დუპლანტისმა (შვედეთი).


აღნიშნული პრესტიჟული ევროპული ფორუმის სპონსორობით, ამბასადორი აილენდ ბათუმმა კიდევ ერთხელ გაამყარა თავისი პოზიცია, როგორც ქართულმა ბრენდმა, რომელიც მიზნად ისახავს საერთაშორისო პარტნიორობის გაფართოებას და იმ ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც ქვეყნის გლობალურ იმიჯს სპორტის, კულტურისა და მდგრადი ურბანული განვითარების მიმართულებით, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს.


WhatsApp