June 25, 2026
ამბასადორი აილენდის მხარდაჭერით მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა

მეზღვაურთა საერთაშორისო დღის ფარგლებში, 24 ივნისს, ბათუმში, ამბასადორი აილენდ ბათუმის მხარდაჭერით, საზეიმო მიღება გაიმართა, რომელიც ქართველ მეზღვაურებსა და მათ ოჯახებს მიეძღვნა. ღონისძიების მიზანს მეზღვაურთა პროფესიული საქმიანობის აღიარება, მათი შრომის დაფასება და იმ მნიშვნელოვანი წვლილის ხაზგასმა წარმოადგენდა, რომელიც მათ ქვეყნის საზღვაო სექტორის განვითარებასა და საერთაშორისო საზღვაო ინდუსტრიაში საქართველოს ღირსეულ წარმომადგენლობაში შეაქვთ.
ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ არაფორმალურ გარემოში გაეზიარებინათ გამოცდილება, გაეძლიერებინათ პროფესიული კავშირები და ერთად აღენიშნათ პროფესიული დღე.
საზეიმო მიღების მსვლელობისას, მეზღვაურებსა და ღონისძიების სხვა დასმწრეებს, სიტყვით მიმართლა ამბასადროი აილენდ ბათუმის გენერალურმა დირექტორმა, გოჩა კამკიამ, რომელმაც მეზღვაურთა პროფესიის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა ზღვისა და საზღვაო სფეროს როლს, ბათუმისა და საქართველოს განვითარებაში.
“ამბასადორი აილენდი სიამოვნებით უერთდება აღნიშნულ ღონისძიებას, ვინაიდან ჩვენ ვახორციელებთ შავ ზღვაში უმსხვილეს პროექტს, რაც გულისხმობს 2 ნახევარკუნძულისა და კუნძულის განვითარებას, სადაც შეიქმნება პირველი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი იახტ-კლუბი. ჩვენ კარგად გვესმის მეზღვაურების პროფესიის სირთულე, მათი საქმიანობის თავისებურებები და შესაბამისად, გვინდოდა, რომ ვყოფილიყავით ამ ღონისძიების მხარდამჭერები.” - განაცხადა გოჩა კამკიამ.
შავი ზღვის პირეთის, ერთ-ერთი უმსხვილესი პროექტი, ამბასადორი აილენ ბათუმი მომავალშიც გააგრძელებს იმგვარი ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც საზღვაო კულტურის პოპულარიზაციას, პროფესიული საზოგადოების გაძლიერებასა და ბათუმის, როგორც თანამედროვე საზღვაო ცენტრის, განვითარებას ემსახურება.
25 ივნისი მეზღვაურთა საერთაშორისო დღედ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ (IMO) 2011 წელს გამოაცხადა. ეს დღე მსოფლიოს მასშტაბით იმ ადამიანების ღვაწლს ეძღვნება, რომლებიც საერთაშორისო საზღვაო ინდუსტრიისა და გლობალური ვაჭრობის უწყვეტ ფუნქციონირებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ. საქართველოში კი აღნიშნული თარიღი უკვე მრავალი წელია განსაკუთრებული მასშტაბით აღინიშნება.
