December 7, 2025
ამბასადორი აილენდმა Batumi Build 2025-ში მიიღო მონაწილეობა

5-7 დეკემბერს, ბათუმში, მე-14 საერთაშორისო სამშენებლო გამოფენა Batumi Build 2025 გაიამრთა, სადაც სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების სფეროს წამყვანი კომპანიები მონაწილეობდნენ.
გამოფენის მიზანი სამშენებლო ბიზნესის წარმომადგენლების ერთ სივრცეში გაერთიანება, ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის გაცვლა, ბიზნესკონტაქტების მოძიება-დამყარებაა.
კომპანია „GEONET EXPO-ს“ მიერ ორგანიზებულ ტრადიციულ გამოფენაში, რომელსაც სასტუმრო „შერატონ ბათუმი“ მასპინძლობდა, რამდენიმე ათეული ქართული და უცხოური კომპანია მონაწილეობდა. წარმოდგენილი იყო პროდუქციის ფართო სპექტრი - ახალი ტექნოლოგიები, სამშენებლო მასალები, დანადგარები, აღჭურვილობა, კონდიცირებისა და გაგრილების სისტემები, არქიტექტურული ტექნოლოგიები, ასევე ინტერიერის და ექსტერიერის მრავალფეროვანი დიზაინი.
გამოფენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ორმხრივი შეხვედრების ფორმატი, რომლის ფარგლებშიც კომპანიებს შესაძლებლობა ჰქონდათ ახალი ბიზნეს კონტაქტები დაემყარებინათ და ერთმანეთის პროდუქციას გაცნობოდნენ.
გამოფენას აჭარის უმაღლესი საბჭოსა და თურქეთის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.
