July 17, 2025
ამბასადორი აილენდ ბათუმის გენერალურმა დირექტორმა, გოჩა კამკიამ, Galt & Taggart-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე, პროექტის სტრატეგიულ მნიშვნელობასა და მის განსაკუთრებულ ტურისტულ პოტენციალზე ისაუბრა

ღონისძიებაზე, რომლის ძირითად სადისკუსიო თემასაც "ტურიზმი საქართველოს ეკონომიკაში" წარმოადგენდა, ამბასადორი აილენდ ბათუმის გენერალურმა დირექტორმა, დამსწრე აუდიტორიას პროექტის ის ძირითადი ტრანსფორმაციული მახასიათებლები გააცნო, რომლებიც ბათუმის ტურისტული პოტენციალის ზრდას, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს არაერთი მიმართულებით, როგორებიცაა: საერთაშორისო ასპარეზზე ახლებურად პოზიციონირება, მდგრადი და ამავდროულად ინოვაციური სერვისების შეთავაზება და ცხოვრების ახლებური სტანდარტების დანერგვა, რაც საბოლოოდ, სრულად რეგიონით, მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების დაინერესებას მოემსახურება.
„ამბასადორის კუნძული ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის გასაზრდელად ახალი შესაძლებლობაა, რომელიც გააერთიანოს ქართული ტრადიციული სტუმარ-მასპინძლობა თანამედროვე სტანდარტებთან. ეს არის სივრცე, სადაც ტურიზმი, ინვესტიცია და ინოვაცია ერთმანეთთან ჰარმონიულად იკვეთება. ჩვენი მიზანია, შევქმნათ საერთაშორისო დონის მიზიდულობის წერტილი, რომელიც არა მხოლოდ ტურისტებს მოიზიდავს, ასევე სტაბილური ეკონომიკური განვითარების წყარო გახდება რეგიონისთვის,“ – აღნიშნა ამბასადორი აილენდ ბათუმის გენერალურმა დირექტორმა, გოჩა კამკიამ, Galt & Taggart-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე.
ამბასადორი აილენდ ბათუმი უნიკალური პროექტი მნიშვნელოვან სტრატეგიულ აქტივს წარმოადგენს, ქვეყნის როგორც ეკონომიკური ასევე, ტურისტული სექტორისთვის, რადგან მასში ჰარმონიულად ერთიანდება, სტუმართმოყვარეობა, საინვესტიციო შესაძლებლობები და ცხოვრების ახლებური სტანდარტები.