October 23, 2025

ამბასადორი აილენდ ბათუმის გუნდმა საქართველოს საპატიო კონსულს ვროცლავში, ვოიჩეხ ვრუბელს უმასპინძლა

News item main image


“ამბასადორი აილენდ ბათუმი”-ს გუნდმა  საქართველოს საპატიო კონსულს ვროცლავში, ვოიჩეხ ვრუბელს “ამბასადორი თბილისში" უმასპინძლა. შეხვედრა პოლონეთისა და საქართველოს ბიზნესის სექტორის წარმომადგენლების თანამშრომლობასა და პროექტ “ამბასადორი აილენდ ბათუმის” საინვესტიციო შესაძლებლობებს მიეძღვნა. ვოიჩეხ ვრუბელი საქართველოში ბიზნეს პარტნიორთან, ნინა შიმაინსკასთან - ევროპაში წამყვან ავეჯის ბრენდს წარმოადგენს - ერთად იყო ჩამოსული, რომელთან ერთადაც იგი ხელოვნურ კუნძულზე შესრულებულ და დაგეგმილ სამუშაოებს გაეცნო. 


„ვროცლავი და ბათუმი 2019 წლიდან დამეგობრებული ქალაქებია. პოლონეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური საქმიანობა ბოლო წლებში აქტიურ ფაზაშია და პოლონელი ინვესტორების მხრიდან, თქვენი ქვეყნით დაინტერესება წლიდან წლამდე იზრდება. ეს ეხება უძრავი ქონების სექტორსაც და განსაკუთრებით აჭარის რეგიონს. ამ რეგიონისთვის, პროექტი  “ამბასადორი აილენდ ბათუმი”  ძალიან დიდი და საინტერესო საინვესტიციო შესაძლებლობაა. სწორედ აღნიშნულ საკითხებს შეეხებოდა ჩემი ვიზიტიც, რადგან მაქვს სურვილი ჩემი წვლილი შევიტანო პოლონეთსა და საქართველოს შორის როგორც კულტურული, ისე ბიზნეს ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაში”- განაცხადა ვრუბელმა. 


საპატიო კონსული 17 ოქტომბერს ვროცლავში “ამბასადორი აილენდ ბათუმის” საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში გამართულ პრეზენტაციასაც დაესწრო და ახლა უკვე, კომპანიას ადგილზე ეწვია. შეხვედრის მიმდინარეობისას, დაისახა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები, რომლებიც ხელოვნური კუნძულის პროქტით, უფრო მეტი პოლონური ინვესტორის დაინტერესებას ისახავს მიზნად.


ვროცლავში საქართველოს საპატიო კონსულის თანამდებობას  ვოიჩეხ ვრუბელი 2019 წლის მაისიდან იკავებს.

WhatsApp