March 14, 2025

ამბასადორი აილენდ ბათუმის დელეგაცია International Property Show 2025-ის აუდიტორიის წინაშე წარდგება

News item main image

14-16 აპრილს ქ. დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე ამბასადორი აილენდ ბათუმის გუნდი ისტორიული მნიშვნელობის პროექტს წარადგენს, რომელიც ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის ზღვაში ფორმირებას ისახავს მიზნად.

ამბასადორი აილენდ ბათუმის პროექტი მდგრადი განვითარებისა და ჭკვიანი ქალაქის პრინციპების სრული დაცვით ვითარდება და რეგიონის ურბანული განვითარების ახლებური სტანდარტების დადგენას მოემსახურება.

საგამოფენო პერიოდში, კომპანიის წარმომადგენლები სხვადასხვა ბიზნეს პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას და სპეციალურად მოწყობილ მასშტაბურ სტენდთან, ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდიან დაინტერესებულ პირებს.

ასევე ყველა მსურველს შესაძლებლობა ექნება, კუნძულის გარშემო ვირტუალურ ტურს გაეცნონ. აღნიშნული ტურის სრულყოფა კი, ხელოვნური ინტელექტისა და ინტერაქციული ეკრანების საშუალებით განხორციელდება.