April 3, 2026

„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ ინოვაციური პროექტი გლობალური მედიის ყურადღების ცენტრშია

News item main image


„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ მონაწილეობამ კანის გლობალურ ურბანულ ფესტივალზე (MIPIM) საერთაშორისო მედიის განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია. უცხოური გამოცემები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ამბასადორის კუნძულის პროექტი ინვესტორებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ პლატფორმად იქცა.

Business Insider-ის ინფორმაციით, ამბასადორის ხელოვნური კუნძულის პროექტი ინვესტორებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ პლატფორმად იქცა.


გამოცემა, მსოფლიო საინვესტიციო სიახლეების სექციაში, სწორედ პროექტის მიმზიდველობაზე ამახვილებს ყურადღებას.

გამოცემა Real Asset Insight-ის შეფასებით, პროექტს არქიტექტურულ ღირებულებასთან ერთად, სტრატეგიული ხედვაც გამოარჩევს, რომელიც შავი ზღვისპირეთს ახალ სიცოცხლეს სძენს და საქართველოს უძრავი ქონების ბაზარს უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად აპოზიციონირებს.

პარალელურად, Biztoday.news მკითხველს „ჭკვიანი ქალაქის“ კონცეფციას აცნობს, რომელიც გლობალურ საინჟინრო კომპანია, ARUP-თან პარტნიორობით შემუშავდა. აღნიშნული თანამშრომლობა მიზნად ისახავს ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულისთვის ერთიანი სტრუქტურის შექმნას, რომელიც აერთიანებს მოწინავე ციფრულ ინფრასტრუქტურას, მდგრად ურბანულ დაგეგმარებასა და ოპერაციულ მართვას. 


საინვესტიციო გეგმით ახლო აღმოსავლეთშიც დაინტერესდნენ. როგორც Saudishopper.com.sa იუწყება, საუდის არაბეთის ბიზნეს წრეებში პროექტის მიმართ დიდი ინტერესი არსებობს, რაც პროექტში გათვალისწინებული ეკოლოგიური პასუხისმგებლობითა და განახლებადი ენერგიის წყაროების ინტეგრირებითაა განპირობებული.

RLI.uk.com-ის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ამბასადორის კუნძული მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს საქართველოს ეკონომიკურ წინსვლას. „ჭკვიანი ქალაქის“ მოდელი უზრუნველყოფს ცხოვრების მაღალ სტანდარტს, ხელს შეუწყობს მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების მოზიდვასა და ათასობით ახალ სამუშაო ადგილს შექმნის მაღალტექნოლოგიურ სექტორში, რაც საქართველოს პოზიციას, გლობალურ საინვესტიციო რუკაზე მნიშვნელოვნად გაამყარებს.


WhatsApp