February 12, 2026

„ამბასადორი აილენდ ბათუმი“ სტრატეგიული კავშირების ქსელს ბრიტანულ ბაზარზე აფართოებს

News item main image

„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ ერთ-ერთ სტრატეგიულ პრიორიტეტს დიდ ბრიტანეთში ძლიერი წარმომადგენლობის ჩამოყალიბება და კავშირების ქსელის გაფართოება წარმოადგენს. პროექტისადმი ინტერესი მნიშვნელოვნად იზრდება - კომპანიამ წარმატებით გახსნა წარმომადგენლობები GCC-ის ქვეყნებსა და აღმოსავლეთ ევროპაში, რამაც საერთაშორისო მასშტაბით პროექტის პოზიციონირება კიდევ უფრო გააძლიერა. 


„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ ინიციატივით, ბათუმმა ბრიტანულ დელეგაციას უმასპინძლა. ბრიტანული გაყიდვების სააგენტოს წარმომადგენლების ვიზიტი მიზნად ისახავდა შავი ზღვის აუზში პირველი ხელოვნური კუნძულის პროექტის სამშენებლო დინამიკის შეფასებასა და მისი საინვესტიციო პოტენციალის სიღრმისეულ ანალიზს, რაც პროექტის ბრიტანულ ბაზარზე პოზიციონირებისთვის საჭირო, სტრატეგიული გეგმის ნაწილია.


„ჩვენი კომპანიის მთავარი სტრატეგიული მიზანი საერთაშორისო ბაზრებზე გაფართოებაა, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ. ამჯერად, „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ მთავარი ვექტორი დიდ ბრიტანეთში, ძლიერი წარმომადგენლობისა და მდგრადი კავშირების ქსელის ჩამოყალიბებისკენაა მიმართული. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა ბრიტანული დელეგაციის ვიზიტი. შეხვედრის მიმდინარეობისას განვიხილეთ „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ სამომავლო განვითარების პერსპექტივები, საერთაშორისო ბაზარზე მისი კონკურენტული უპირატესობები და ის მნიშვნელოვანი ფაქტორები, რომლებიც პროექტს ბრიტანული ბაზრისთვის მიმზიდველ საინვესტიციო შესაძლებლობად აქცევს,“- განაცხადა გოჩა კამკიამ.


ვიზიტის დღის წესრიგი მოიცავდა მრავალმხრივ შეხვედრას, სადაც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის, საქართველოს ბანკისა და  Galt & Taggart-ის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. 


აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის წარმომადგენელმა სტუმრებს ინფორმაცია მიაწოდა რეგიონის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ტრაექტორიასა და საერთაშორისო ბაზარზე არსებულ იმ ტენდენციებზე, რომლებიც ბათუმს გლობალურ საინვესტიციო რუკაზე სულ უფრო მიმზიდველ ლოკაციად აქცევს.

WhatsApp