December 19, 2025

„ამბასადორი აილენდ ბათუმი” ქვეყნის ბიუჯეტში წლიურად 65 მლნ დოლარის აკუმულირებას მოახდენს

News item main image

„ამბასადორი აილენდ ბათუმის” პროექტი სრულად განხორციელების შემდგომ  ქვეყნის ბიუჯეტში წლიურად 65 მლნ დოლარის აკუმულირებას მოახდენს. ამის შესახებ პროექტის გენერალურმა დირექტორმა გოჩა კამკიამ განაცხადა. 

„ამბასადორი აილენდ ბათუმის” ინიცირება საქართველოში გლობალური ეკონომიკური ინიციატივის ფარგლებში მოვახდინეთ და დღეს პროექტის განვითარების თვალსაზრისით ტრანსფორმაციულად საოცარი შედეგები გვაქვს. ხელოვნური კუნძულისა და ნახევარკუნძულების პროექტი განხორციელების შემდგომ, წლიურად 65 მლნ დოლარის გადასახადების აკუმულირებას მოახდენს ქვეყნის ბიუჯეტში. პარალელები რომ გავავლოთ საჯარო მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ზუსტად ის ეკონომიკური მონაცემები, რომლის აკუმულირებასაც ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის გლობალური ეკონომიკური პროექტი ახდენს,”-განაცხადა ამბასადორი აილენდ ბათუმის გენერალურმა დირექტორმა გოჩა კამკიამ. 


„თავად პროექტი, ეს არის ახალი სიტყვა, შავ ზღვაში, უძრავი ქონების განვითარებისა და მისი ახალ სიმაღლეზე აყვანის თვალსაზრისით, რომელიც მოიცავს, როგორც სასტუმროებს, ისე აპარტამენტებს, ვილებს, იახტკლუბს, ვერტოდრომს, საგანმანათლებლო-სამედიცინო დაწესებულებებს და ა.შ. პროექტი, თავიდან ბოლომდე საზოგადოების კეთილდეობაზეა ორიენტირებული, ვინაიდან ტერიტორიის 49% დათმობილია საჯარო, სარეკრეაციო სივრცეებისთვის. 


ამ დროისათვის პროექტის განხორციელების დაწყებიდან კომპანიას შავ ზღვაში 48 ჰა ტერიტორია აქვს გაშენებული, ეს ნიშნავს იმას, რომ პროექტის 50%-ზე მეტი უკვე განხორციელებულია. ზემოაღნიშნული 48 ჰა ტერიტორიის ექსპლუატაციაში მიღება იანვარში იგეგმება, მანამდე კი დღევანდელი  მონაცემებით შავ ზღვაში ექსპლუატაციაში შესულია 26 ჰა ტერიტორია, სადაც  უკვე დაწყებულია ამბასადორის პირველი ულტრათანამედროვე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა. 


WhatsApp