July 15, 2026
"ამბასადორი აილენდ ბათუმი" - 2026 წლის პროგრესი და საერთაშორისო აღიარება

„ამბასადორი აილენდ ბათუმისთვის“, 2026 წლის პირველი ნახევარი გარდამტეხი და მნიშვნელოვანი მოვლენებით დატვირთულ პერიოდს წარმოადგენდა. პროექტმა არათუ შეინარჩუნა განვითარების დინამიკური ტემპი, არამედ მნიშვნელოვნად გააფართოვა თავისი გეოგრაფიული საზღვრების და სტრატეგიული კავშირების ქსელი. ზღვაში შეჭრილი ხმელეთის გაზრდილი მასშტაბი, საერთაშორისო საინვესტიციო არენაზე აქტიური პოზიციონირება და სამშენებლო მოედნებზე მიღწეული ტექნიკური პროგრესი, ხელოვნური კუნძულის პროექტს, რეგიონის ყველაზე ამბიციურ ურბანულ გარემოდ აყალიბებს.
წლის პირველ ნახევარში „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გუნდმა მასშტაბური სამუშაო გასწია პროექტისა და, ზოგადად, საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის საერთაშორისო ასპარეზზე წარსადგენად.
კანში გამართულ უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმზე, MIPIM 2026-ზე, პროექტის უნიკალური კონცეფცია სექტორის გლობალურ ლიდერებსა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს წარედგინა. გარდა ამისა, მონაკოს იახტ-კლუბში გამართული MIIF 2026-ის ფარგლებში, „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გუნდმა პირდაპირი დიალოგი წარმართა საერთაშორისო ინვესტორებთან, ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საინვესტიციო პლატფორმაზე.
საგულისხმოა, პროექტის ინჟინრული მასშტაბიც, რომელმაც 2026 წლის პირველ ნახევარში ახალ ნიშნულს მიაღწია: ზღვის მიმართულებით ტერიტორია დამატებით 200 მეტრით წაიწია წინ და დღეისთვის ზღვაში შეჭრილი ხმელეთის საერთო სიგრძე უკვე 500 მეტრს შეადგენს.
პარალელურად, უშუალოდ კუნძულის ტერიტორიაზე გაიმართა ისტორიული მნიშვნელობის ღონისძიება - „პირველი თაუერის“ საძირკველში სიმბოლური კაფსულის ჩადების ცერემონია. ღონისძიებას საქართველოს მთავრობის მაღალი რანგის დელეგაცია ესწრებოდა, რაც პროექტის სახელმწიფო და სტრატეგიულ მნიშვნელობას, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.
დღეისთვის „პირველი თაუერის“ სამშენებლო მოედანზე სამუშაოები უწყვეტ, ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს: ნაგებობის კონსტრუქციული ნაწილი სიმაღლეში სტაბილურად იზრდება, ხოლო საძირკვლის მოწყობა მაღალი ინჟინრული და ტექნიკური სიზუსტით ხორციელდება.
განვითარების მომდევნო ფაზისთვის, პროექტი აქტიურად ემზადება Xblock-ების ადგილობრივი წარმოების დასაწყებად. აღნიშნული კონსტრუქციები ნაპირსამაგრი ჯებირების მოსაწყობად გამოიყენება და კუნძულის გრძელვადიან მდგრადობასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პროექტს, განვითარების უპრეცედენტო დინამიკა გამოარჩევს. პროექტის მიმდინარეობა მნიშვნელოვნად უსწრებს თავდაპირველ გრაფიკს და საინვესტიციო ვალდებულებებს 5 წლის წინსწრებით ასრულებს. შავ ზღვაში ფორმირებული 48 ჰექტარი მიწის ფართობი უკვე ოფიციალურად შევიდა ექსპლუატაციაში. ამჟამად პროექტი აქტიურად გადადავიდა ახალ, მიწისზედა სამშენებლო სამუშაოებზე, რაც კიდევ უფრო მკაფიოდ წარმოაჩენს პროექტის მასშტაბსა და განვითარების დინამიკას.
