November 27, 2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმი” 48 ჰექტარი მიწის ნაკვეთის ექსპლუატაციაში მისაღებად ემზადება

ბათუმში უნიკალური ხელოვნური კუნძულის პროექტის განხორციელების დაწყებიდან 8 თვის შემდეგ ხმელეთის 26 ჰექტარიანი ნაკვეთი უკვე შესულია ექსპლოატაციაში, იანვარში კი ეს ფართობი 48 ჰექტრამდე გაიზრდება.
„ძალიან აქტიური სამუშაოების შედეგად, უკვე მეორე ნახევარკუნძულზე 20 ჰექტარამდე მიწის ნაკვეთი არის შექმნილი. მშენებლობის პარალელურად, მას შემდეგ, რაც უკვე დამტკიცებულ 26 ჰექტარზე კომპანიამ მშენებლობის ნებართვა მოიპოვა, „ამბასადორი აილენდი” სამ მასშტაბურ პროექტს მასპინძლობს, რომელთა განვითარებაც უკვე დაწყებულია” - აცხადებს პროექტის გენერალური დირექტორი გოჩა კამკია.
ექსპლუატაციაში მიღებული ნახევარკუნძულის 26 ჰა მიწის ნაკვეთზე ულტრათანამედროვე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა უკვე დაწყებულია, რომელიც თავისი არსით ისტორიულ მნიშვნელობას ატარებს, რადგან კუნძულზე პირველ შენობა-ნაგებობას წარმოადგენს. აღნიშნული მრავალფუნქციური კომპლექსი აერთიანებს: საცხოვრებელ აპარტამენტებს, სასტუმროს, ვერტოდრომს, გასართობ-გამაჯანსაღებელ სივრცეებს, ღია და დახურულ აუზებს, ფიტნეს ცენტრებსა და ბრენდულ ბუტიკურ მაღაზიებს.
