June 30, 2026
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ პოლონურ-ქართულ ეკონომიკურ და საინვესტიციო ფორუმში მიიღო მონაწილეობა

„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ წარმომადგენლებმა პოლონელ პარტნიორთან Exclusive Poland-ის თანადამფუძნებელთან, პარის კესისოვთან ერთად თბილისში გამართულ პოლონურ-ქართულ ეკონომიკურ და საინვესტიციო ფორუმში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა.
ფორუმმა თავი მოუყარა სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, საინვესტიციო სააგენტოების, ინფრასტრუქტურისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს. ღონისძიების მთავარი მიზანს პოლონეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება, ახალი პარტნიორობების ჩამოყალიბება და საინვესტიციო შესაძლებლობების განხილვა წარმოადგენდა.
ფორუმის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს ინფრასტრუქტურის მდგრადი განვითარება, საინვესტიციო გარემო, ეკონომიკური ზრდის პერსპექტივები და რეგიონული კავშირების გაძლიერების მნიშვნელობა. დისკუსიებში მონაწილეობდნენ როგორც ქართული, ისე პოლონური ბიზნესისა და საჯარო სექტორის წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების ლიდერები.
„ამბასადორი აილენდ ბათუმისთვის“ მსგავსი პლატფორმები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან პროექტი შავი ზღვის რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საინვესტიციო პროექტს წარმოადგენს. საერთაშორისო პარტნიორებთან გამოცდილების გაზიარება და ახალი თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვა კი, პროექტის გრძელვადიანი განვითარების ხედვის მნიშვნელოვანი ნაწილია.
