May 17, 2026

ამბასადორი აილენდ ბათუმმა საერთაშორისო უძრავი ქონების გამოფენებში მიიღო მონაწილეობა

News item main image

ამბასადორი აილენდ ბათუმის გუნდმა,  2026 წლის მარტსა და მაისში, სამ საერთაშორისო უძრავი ქონების გამოფენაში მიიღო მონაწილეობა: United Property Expo Munich, Second Home Expo Netherlands და United Property & Invest Show Istanbul.


ღონისძიებები მიუნხენში, უტრეხტსა და სტამბოლში გაიმართა და სხვადასხვა ქვეყნის დეველოპერები, ინვესტორები, უძრავი ქონების სააგენტოები და ინდუსტრიის წარმომადგენლები გააერთიანა.


გამოფენების ფარგლებში, ამბასადორი აილენდ ბათუმის გუნდმა საერთაშორისო აუდიტორიას პროექტის მასშტაბი, მრავალფუნქციური კონცეფცია, სტრატეგიული მდებარეობა და საინვესტიციო პოტენციალი წარუდგინა.


აღნიშნულ ღონისძიებებში მონაწილეობა ამბასადორი აილენდ ბათუმის ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც ევროპულ ბაზრებზე, პროექტისა  საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის სათანადოდ წარმოჩენას ისახავს მიზნად.

შავ ზღვაში, პირველი ხელოვნური კუნძულის პროექტს „ამბასადორი ჯგუფი“ სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიასთან თანამშრომლობით ახორციელებს, როგორებიცაა: გლობალური კომპანია Arup, რომელიც მსოფლიო მასშტაბით არაერთი ქალაქის გეგმარებაშია ჩართული, არქიტექტურული და საინჟინრო კომპანია Yüksel Proje და პრესტიჟული ამერიკული არქიტექტურული კომპანია SHoP Architects. 


WhatsApp