კუნძულის სიახლეები

April 16, 2025

დუბაის საერთაშორისო უძრავი ქონების გამოფენაზე „ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა მოლოდინს გადააჭარბა

News item main image

 „ამბასადორი ჯგუფი“ ამბასადორი აილენდის პროექტით ინვესტორების დაინტერესებას და ამავდროულად აჭარის, როგორც ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციას განაგრძობს. ამ მიზნით „ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ დუბაის მსოფლიო სავაჭრო ცენტრში უძრავი ქონების პრესტიჟულ საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა და ინოვაციური პროექტი, რომელიც ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის ზღვაში ფორმირებას ითვალისწინებს საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე წარადგინა. 

დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენამ, რომელიც 14-16 აპრილამდე გრძელდებოდა, 85 ქვეყნიდან გააერთიანა 300-ზე მეტი მონაწილე და 25 000-ზე მეტ ვიზიტორს უმასპინძლა. 

„მოხარულები ვართ, რომ გვქონდა შესაძლებლობა, ჩვენი რეგიონისთვის ისტორიული მნიშვნელობის პროექტი მსოფლიოს წინაშე, პრესტიჟულ საერთაშორისო გამოფენაზე წარგვედგინა და პარტნიორთა რაოდენობა, მნიშვნელოვნად გაგვეზარდა. ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ ჩვენს ინოვაციურ წამოწყებაში ასახულმა, ქართული კულტურის სახასიათო ელემენტებისა და თანამედროვე მიდგომების ჰარმონიულმა ნაზავმა, გამოჩენილი ყურადღების თვალსაზრისით, ყველა მოლოდინს გადააჭარბა,”-აღნიშნა ამბასადორი აილენდ ბათუმის გენერალურმა დირექტორმა, გოჩა კამკიამ. 

„ამბასადორი აილენდ ბათუმის” პროექტი მდგრადი განვითარებისა და ჭკვიანი ქალაქის პრინციპების სრული დაცვით ვითარდება. ის რეგიონის ურბანული განვითარების ახლებური სტანდარტების დადგენასა და ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას მოემსახურება. პროექტის განვითარების ფარგლებში 20 000-მდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.