October 26, 2025
კამპანიის „გამომყევი აჭარაში“ ფარგლებში, „ამბასადორი აილენდ ბათუმის” რჩეულ მონაწილეს სპეციალური ჯილდო გადაეცა

ბათუმში, შიდა ტურიზმის სტიმულირების კამპანიის, „გამომყევი აჭარაში“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე კამპანიის ფარგლებში გამოქვეყნებული კონტენტით მაქსიმალური წვდომების მქონე მოგზაურ-ინფლუენსერი გამოვლინდა. კამპანიის მხარდამჭერი და კონტრიბუტორი, პროექტი „ამბასადორ აილენდ ბათუმი” იყო, რომელმაც თავის მხრივ, სპეციალური პრიზით დააჯილდოვა პროექტის მონაწილე ხვიჩა ასამბაძე.
„ამბასადორი აილენდ ბათუმი” ყოველთვის უჭერს მხარს იმ ინიციატივებს, რომლებიც ადგილობრივი ტურიზმის განვითარებას, მეტად პოპულარიზაციას უწყობს ხელს და საქართველოს განსაკუთრებულ ტურისტულ პოტენციალს წარმოაჩენს. მინდა მოგილოცოთ წარმატებული პროექტის განსაკუთრებულად შთამბეჭდავი შედეგები” – განაცხადა „ამბასადორი აილენდ ბათუმის”-ს სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელმა, ქეთევან ფაჩულიამ, დაჯილდოების ცერემონიალზე.
კამპანია „გამომყევი აჭარაში“ რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით 2023 წლიდან ტარდება. წელს, კამპანიამ სოციალურ ქსელებში უპრეცედენტო რაოდენობის წვდომები დააგროვა. გასულ წელთან შედარებით, კამპანიის შედეგები გაორმაგდა და ნახევარ მილიარდს მიაღწია.