April 21, 2026

ნიუ-იორკიდან ბათუმამდე: როგორ ქმნის ამბასადორის კუნძული და SHoP Architects საქართველოს საერთაშორისო იმიჯის ახალ ეპოქას

News item main image


   ამბასადორის კუნძულის სახით სანაპირო ზოლზე ახალი გლობალური მიზიდულობის წერტილი იქმნება. პროექტი, რომელიც მასშტაბითა და შინაარსით სცილდება რეგიონულ ფარგლებს, ქვეყნის განვითარების ისტორიაში სრულიად ახალ ფურცელს შლის.

ამბასადორი ჯგუფი SHoP Architects-თან 2022 წლიდან თანამშრომლობ და ეს პარტნიორობა დღეს უკვე ახალ, კიდევ უფრო მასშტაბურ ეტაპზე გადადის. ამბასადორი ჯგუფსა და ამერიკულ არქიტექტურულ კომპანია SHoP Architects-ს შორის ხელი მოეწერა არქიტექტურული და ფასადური პროექტირების სახელმძღვანელოს (Façade Design Guideline/Book) ხელშეკრულებას, რომელიც მოიცავს ერთიანი არქიტექტურული კონცეფციისა და დიზაინ-კოდის შემუშავებას. ამბასადორი აილენდ ბათუმის შემთხვევაში, ეს დოკუმენტი არის პროექტის არქიტექტურული კონსტიტუცია, რომელიც ადგენს მშენებლობის ერთიან ესთეტიკურ კოდს, უმაღლესი ხარისხის სისტემურ სტანდარტებს და უზრუნველყოფს კუნძულის, როგორც ერთიანი მსოფლიო დონის არქიტექტურული შედევრის, გრძელვადიან საინვესტიციო ღირებულებას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ამბასადორის კუნძულის სახით იქმნება ინოვაციური ურბანული ეკოსისტემა - მომავლის ქალაქი, რომელიც ტექნოლოგიურ პროგრესს, სმარტ-არქიტექტურას და ცხოვრების თანამედროვე ტემპს ერთ სივრცეში აერთიანებს.

  ნიუ-იორკში დაარსებული SHoP Architects ხუთ კონტინენტზე ოპერირებს და თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე პროგრესულ არქიტექტურულ გაერთიანებად მიიჩნევა. ჯერ კიდევ 2014 წელს, Fast Company-მ ისინი მსოფლიოს ყველაზე ინოვაციურ კომპანიად დაასახელა, ხოლო მათი ნამუშევრები დღეს ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის (MoMA) მუდმივ კოლექციაშია დაცული.



SHoP-ის პორტფოლიო მსოფლიო არქიტექტურის სიმბოლოებს აერთიანებს: ბრუკლინის საკულტო Barclays Center, ნიუ იორკის მსოფლიოს ყველაზე მწვრილი ცათამჯენი 111 West 57th Street და ისეთი ტექნოლოგიური გიგანტების სათავო ოფისები, როგორიცაა Google და Uber. (მეტი პროექტის სანახავათ გადადით ბმულზე). კომპანიის ხელწერა ესთეტიკისა და ფუნქციონალურობის განუყოფლობაა - შედეგი ყოველთვის ერთიანი, მონუმენტური მთლიანობაა, რომელიც გარემოს კონტექსტს ცვლის.

ამბასადორი აილენდ ბათუმის მეშვეობით, საქართველო მკვიდრდება იმ პრესტიჟულ გეოგრაფიულ არეალში, სადაც აქამდე მხოლოდ ნიუ-იორკი, ლონდონი, დუბაი ან სინგაპური დომინირებდნენ.

   
ათწლეულების განმავლობაში გლობალური არქიტექტურული ტრენდები მხოლოდ რამდენიმე მეგაპოლისზე იყო ორიენტირებული. დღეს ეს გეოგრაფია იცვლება. საქართველო აღარ არის მხოლოდ საერთაშორისო ინვესტიციების ან ცალკეული ბრენდების პასიური მიმღები - ამბასადორის კუნძულის სახით საქართველო პოზიციონირებს, როგორც უმაღლესი გლობალური სტანდარტის პროექტების ეკოსისტემის ინიციატორი.

  
ეს პროექტი არის მკაფიო განაცხადი იმაზე, რომ საქართველო მზად არის უმასპინძლოს და თავად შექმნას მომავლის არქიტექტურა, რომელიც მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცევა.


WhatsApp