სამშენებლო პროგრესი
October 31, 2025
პროექტ „ამბასადორი აილენდ ბათუმის” 41.2 ჰა მიწის ფართობი უკვე ფორმირებულია

„ამბასადორი აილენდ ბათუმის” ტერიტორიის ტრანსფორმაცია გრძელდება და ამის დასტურია ისიც, რომ ნახევარკუნძულის 41.2 ჰა მიწის ფართობი უკვე ფორმირებულია. მოცემულ ტერიტორიაზე ულტრათანამედროვე მრავალფუნქციური შენობის მშენებლობა დაიწყება, რომელიც თავის არსით, ისტორიულ მნიშვნელობას ატარებს, რადგან კუნძულის ტერიტორიაზე პირველ შენობა-ნაგებობას წარმოადგენს და მომხმარებლებს უკვე აქვთ შესაძლებლობა შეიძინონ მათთვის სასურველი საცხოვრებელი და საინვესტიციო უძრავი ქონება. აღნიშნული მრავალფუნქციური ნაგებობა აერთიანებს: საცხოვრებელ აპარტამენტებს, სასტუმროს, ღია და დახურულ აუზებს, ფიტნეს ცენტრებს, გასართობ-გამაჯანსაღებელ სივრცეებს, ბრენდულ ბუტიკურ მაღაზიებს და ვერტოდრომს.
პროექტის 26 ჰა მიწის ფართობი უკვე მიღებულია ექსპლუატაციაში. „სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს” მიერ შავი ზღვის აკვატორიაში ხელოვნური კუნძულის პროექტის პირველ ფაზას, დასავლეთ ნახევარკუნძულის 26 ჰექტარის ექსპლუატაციაში მიღებას საფუძვლად დაედო პროექტის შესაბამისობის შესახებ სამხარაულის ეროვნული ბიუროს საექსპერტო დასკვნა, რომელიც როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით მომზადდა.
კუნძულის პროექტს „ამბასადორი ჯგუფი“ სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიასთან თანამშრომლობით ახორციელებს. „ამბასადორი აილენდ ბათუმი,” რომელიც ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის 84 ჰექტარზე, ზღვაში გაშენებას ისახავს მიზნად, მდგრადი განვითარებისა და ჭკვიანი ქალაქის პრინციპების სრული დაცვით ვითარდება.
