July 1, 2025
რა ეტაპზეა ამბასადორ აილენდ ბათუმის პროექტის მშენებლობა?

შავი ზღვის სანაპიროზე, „ამბასადორი აილენდ ბათუმის” პროექტი აქტიურად ვითარდება და მიწის მოწყობითი სამუშაოები დაგეგმილზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. პროექტით გათვალისწინებული, დასავლეთ ნახევარკუნძულის 26 ჰექტარი და აღმოსავლეთ ნახევარკუნძულის 4 ჰექტარი უკვე ფორმირებულია.
„ამბასადორი აილენდ ბათუმი“ ჭკვიანი ქალაქის პრინციპებისა და მდგრადი, ურბანული განვითარების სტანდარტების სრული დაცვით ვითარდება, სადაც ფაზებად დაყოფილი, ეტაპობრივი განვითარება, ყველა საჭირო ბაზისს ქმნის ინვესტორებისთვის ტექნიკური, კონცეპტუალური და ეკონომიკური აქტივობის თვალსაზრისით.
„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ ტერიტორიის 49% საჯაროდ ხელმისაწვდომ, რეკრეაციულ ზონებს დაეთმობა, რომელიც გააერთიანებს: ტყე-პარკებს, საფეხმავლო ბილიკებს, სპორტულ ობიექტებს, მოსასვენებლ ზონებს ღია ცის ქვეშ, თეთრი ქვიშის სანაპიროებსა და საზოგადოებაზე ორიენტირებულ მრავალფეროვან ინფრასტრუქტურას.
ინოვაციური პროექტი, რომელიც გრძელვადიანი განვითარების პრინციპების სრული დაცვით, ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის, ზღვაში ფორმირებას ისახავს მიზნად, რეგიონის სანაპირო ზოლის ურბანული განვითარების ახლებურ სტანდარტს დაადგენს, რომელიც ტერიტორიის ფიზიკური გაფართოების კვალდაკვალ, მომავლის ქალაქებზე, ჩვენი წარმოდგენების ჰორიზონტსაც შეცვლის.