December 30, 2025

„2025 წელს მნიშვნელოვანი შედეგები გვქონდა პროექტის განვითარების თვალსაზრისით” - ამბასადორი აილენდ ბათუმი

News item main image

„ამბასადორი აილენდ ბათუმის” პროექტს განვითარების თვალსაზრისით წელს მნიშვნელოვანი შედეგები ჰქონდა, რადგან ხელოვნური კუნძულის პროექტი დაგეგმვის ეტაპიდან განხორციელების ფაზაში აქტიურად გადავიდა. წლის ბოლოს პროექტის მიწის სამუშაოების 50%-ზე მეტი უკვე განხორციელებულია. ტერიტორიის 26 ჰა ექსპლუატაციაში მიღებულია, საპროექტო არეალის 48 ჰა ზღვაში ფორმირებულია, სადაც უკვე დაწყებულია ამბასადორის პირველი ულტრათანამედროვე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა.

„ამბასადორი აილენდ ბათუმი” 2025 წლის შემაჯამებელ ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც წარმოდგენილია პროექტის განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპები, მიღწეული შედეგები და ის მასშტაბური სამუშაო, რომელიც წლის განმავლობაში ამბასადორი აილენდის მშენებლობის პროცესში განხორციელდა. 

„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პროექტი, მისი განხორციელების შემდეგ, ქვეყნის ბიუჯეტში წლიურად 65 მლნ დოლარის გადასახადებს გადაიხდის. ღია,საჯარო მონაცემებზე დაყრდნობით ეს ზუსტად ის ეკონომიკური მაჩვენებელია, რომლის აკუმულირებასაც ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის გლობალური ეკონომიკური პროექტი ახდენს.

„ამბასადორი აილენდ ბათუმის” პროექტის ინიცირება საქართველოში გლობალური ეკონომიკური ინიციატივის ფარგლებში მოხდა და ეს არის ახალი სიტყვა, შავ ზღვაში, უძრავი ქონების განვითარებისა და მისი ახალ სიმაღლეზე აყვანის თვალსაზრისით. 


WhatsApp