კუნძულის სიახლეები

April 17, 2025

IPS 2025-მიმდინარეობისას, ამბასადორი აილენდ ბათუმის დელეგაციამ, საკუთარ სტენდთან არაერთ მნიშვნელოვან სტუმარს უმასპინძლა

News item main image

დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე, ამბასადორი აილენდ ბათუმის მიმართ გამოხატულმა ინტერესმა, ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა, სადაც კომპანიამ, საკუთარი ინოვაციური პროექტი და მთლიანად საქართველო, მაღალტექნოლოგიური და მულტიფუნქციური სტენდის საშუალებით წარადგინა.

გამოფენის მიმდინარეობისას, კომპანიის წარმომადგენლებმა, საკუთარ სტენდთან არაერთ მნიშვნელოვან სტუმარს უმასპინძლეს, მათ შორის საქართველოს სრულუფლებიან ელჩს არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, გიორგი ჯანჯღავასა და დუბაის მიწის დეპარტამენტის (DLD) გენერალურს დირექტორს, მარვან აჰმედ ბინ ღალიტის , მაღალი რანგის დელეგაციასთან ერთად.

ამბასადორი ჯგუფის პროექტმა საერთაშორისო ინვესტორების დიდი ინტერესი გამოიწვია და აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოში არაერთი საქმიანი ვიზიტი დაიგეგმა.


„მოხარულები ვართ, რომ გვქონდა შესაძლებლობა, ჩვენი რეგიონისთვის ისტორიული მნიშვნელობის პროექტი მსოფლიოს წინაშე, ყველაზე პრესტიჟულ გამოფენაზე წარგვედგინა. ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ ჩვენს ინოვაციურს წამოწყებაში ასახულმა, ქართული კულტურის სახასიათო ელემენტებისა და თანამედროვე მიდგომების ეკლექტურმა და ამავდროულად, ჰარმონიულმა ნაზავმა, გამოჩენილი ყურადღების თვალსაზრისით, ყველა მოლოდინს გადააჭარბა.“ - განაცხადა ამბასადორი აილენდ ბათუმის გენერალურმა დირექტორმა, გოჩა კამკიამ.

ინვესტორების განსაკუთრებული დაინტერესება საქართველოში მიმდინარე ინოვაციურმა პროექტმა გამოიწვია, რომელიც ქვეყნის როგორც ფიზიკურ, ასევე შესაძლებლობების საზღვრებს აფართოებს და ახალ საინვესტიციო ლოკაციას აჩენს, ქვეყნის ეკონომიკურ რუკაზე.

კომპანია ამბასადორი ჯგუფმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე საკუთარი, ისტორიული მნიშვნელობის პროექტის გარდა, საერთაშორისო აუდიტორიას, ქართული დეველოპერული ბაზარი და მისი საინვესტიციო შესაძლებლობებიც გააცნო.